პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებები მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად - ნათია მეზვრიშვილი
შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა ქალი პოლიციელების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პოლიტიკური პარტიების ნაწილის განცხადებები პოლიციაში ქალის როლის დაკნინებად შეაფასა.
მეზვრიშვილის განცხადებით, პოლიციელ ქალებს ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს.
„რაც შეეხება გურჯაანში აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნას, მე ამ საკითხს ასე შევაფასებდი, რომ მათი ინტერესების დაცვა ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია სამინისტროს შიგნით. მე მოვისმინე განცხადებები, მათ შორის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან, არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, რომ თითქოს იქ ქალები არ უნდა მდგარიყვნენ. ეს მიმაჩნია ქალი პოლიციელის როლის დაკნინებად. შსს-ში საკმაოდ მაღალ თანამდებობებს ქალები იკავებენ, მათ შორის მინისტრის ორი მოადგილე ქალია. ეს მიუთითებს ამ საკითხის პრიორიტეტულობაზე. ამ საკითხზე აპელირება აკნინებს ქალის როლს პოლიციაში, რადგან მათ ისევე კარგად შეუძლიათ მართლწესრიგის დაცვა და საპოლიციო ფუნქციების შესრულება, როგორც კაცებს“,- განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მისივე თქმით, ის პირადად დაინტერესდება, გურჯაანის აქციაზე ქალი პოლიციელების ყოფნა იყო თუ არა გამოწვეული რამე სექსისტური მიზეზით.
„რაც შეეხება შეკითხვას, იყო თუ არა შეგნებულად გაკეთებული, ვერ გეტყვით, დილიდან კონფერენციაზე ვიმყოფები. ეს თუ არ იყო უბრალოდ დამთხვევა, რადგან ბევრი პოლიციელი ქალი მუშაობს კახეთში და ამის მიღმა რაიმე სექსისტური მოტივაცია იყო, ამ საკითხით პირადად დავინტერესდები",- განაცხადა მეზვრიშვილმა.
დავით კირკიტაძის სასამართლოს პარალელურად, გურჯაანის რაიონულ სასამართლოსთან მიმდინარე აქციაზე წინა რიგებში ქალი პოლიციელების კორდონი იდგა. აქციის მონაწილეებმა მათ წითელი მიხაკები მიუტანეს იმის აღსანიშნავად, რომ მათ სურთ მშვიდობა და არ სურთ დაძაბულობა.
აქციაზე სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზაალ უფუმაშვილმა განაცხადა, რომ შსს-მ „ქალბატონები ჩაამწკრივა წინა რიგებში“, შემდეგ კი სექსისტური შინაარსის განცხადება დაურთო: „შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ, პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? არ ვიცი, ალბათ, ამათ მახინჯ ფანტაზიას ზღვარი აღარ აქვს“.
ქალთა უფლებების დამცველის, ბაია პატარაიას აზრით კი, ოპოზიციის აქციის წინა ხაზზე მხოლოდ ქალი პოლიციელების დაყენება შსს-ს მხრიდან შინაარსობრივად სექსისტური.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


