უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

29 სექტემბერი, 2018 14:08
font-size

ოპოზიციური პარტიები „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების პროტესტს უერთდებიან

ოპოზიციური პარტიები „ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლების პროტესტს უერთდებიან და სამშაბათს, 2 ოქტომბერს ფინანსთა სამინისტროსთან მათ მხარდასაჭერად აქციაზე გამოვლენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება პოლიტიკურმა პარტიებმა „იბერიის“ დაცვის კომიტეტის შეხვედრაზე მიიღეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ომეგა ჯგუფის" საქმესთან დაკავშირებით გავრცელებულ სკანდალურ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით დროული და ობიექტური გამოძიება უნდა მოხდეს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციის ”საქართველო ლიდერთა შორის” დამფუძნებელი, მამუკა გამყრელიძე განმარტავს, რომ აქციაზე მისვლა იქნება გზავნილი ხელისუფლების მისამართით, რომ ამ პრობლემას ყურადღება მიაქციონ.

„პრობლემა არის სამი მიმართულების, ერთი არის, ზეწოლა მედიაზე, მეორე - ზეწოლა ბიზნესზე, ბიზნესიდან აღებული ფულით კი ზეწოლა პოლიტიკურ სივრცეზე და პოლიტიკურ პროცესებზე, ამიტომ, ეს არ არის მარტივი სიტუაცია, ეს არის სისტემური, ძალიან მძიმე პრობლემა, რომელსაც სასწრაფოდ სჭირდება გადაწყვეტა და დასჯა იმ ადამიანების, რომლებიც ამაში ასე ხელებს აფათურებენ,“ - განაცხადა გამყრელიძემ.

თავის მხრივ, პოლიტიკური გაერთიანების „სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისათვის“ თავმჯდომარე, ზურაბ ხარატიშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შერჩევითი სამართალი მოქმედებს.

„ჩვენ ვხედავთ, რომ ეს არის შერჩევითი სამართალი, ეს არის დიდი კორუფციული სქემის ნაწილი, რომ ვინც კი არ მიიღო მონაწილეობა ამ საერთო შავი ყულაბის შექმნაში, ისინი მკაცრად ისჯებიან და ამით ხელისუფლება აჩვენებს სხვა ბიზნესებს, თუ როგორი მორჩილები უნდა იყვნენ,“ - განაცხადა ზურაბ ხარატიშვილმა.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი