პოლიტიკა
ოპოზიციური პარტიები არ გამორიცხავენ ხვალ ერთობლივად დატოვონ საკონსტიტუციო კომისია
ოპოზიციური პარტიების წევრები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საკონსტიტუციო კომისიაში, არ გამორიცხავენ, რომ მას ერთობლივად დატოვებენ.
„თავისუფალი დემოკრატების“ წევრის, შალვა შავგულიძის თქმით, ოპოზიციის საბოლოო გადაწყვეტილება იქნება დამოკიდებული „ქართული ოცნების“ მიერ შეთავაზებულ საკონსტიტუციო პროექტზე.
„გვაქვს კომუნიკაცია სხვა პარტიებთან, რომელიც წარმოდგენილი არიან საკონსტიტუციო კომისიაში. ჩვენი პოზიციები ემთხვევა ერთმანეთს, ჩვენ ველოდებით, რა იქნება საბოლოო დრაფტი, „ქართული ოცნების“ საბოლოო შემოთავაზება. თუკი იქ იქნება დარღვეულკი წითელი ხაზები, რომლებზეც ჩვენთვის მიუღებელია პასუხისმგებლობის აღება, ჩვენ მოგვიწევს კომისიის დატოვება“, - განაცხადა შავგულიძემ.
სხვა ოპოზიციურ ძალებთან მოლაპარაკებებს ადასტურებს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიორგი ტუღუში. მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, ხვალ გახდება ცნობილი.
„დღეს გვექნება კონსულტაციები კომისიის სხვა წევრებთან, სხვა პოლიტიკურ პარტიებთან და, სავარაუდოდ, ხვალ დავაფიქსირებთ ერთობლივ პოზიციას“, - განაცხადა ტუღუშმა.
კომისიის ოპოზიციური შტო საკონსტიტუციო პროექტის კენჭისყრაშიც არ მიიღებს მონაწილეობას. მათთვის მიუღებელია ცვლილებები, რომლებიც ეხება პრეზიდენტის არაპირდაპირი არჩევის წესს, მანდატების გადაცემას მხოლოდ არჩევნებში პირველი ადგილის მქონე პარტიისთვის და საარჩევნო ბლოკების გაუქმებას.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


