პოლიტიკა
ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის - ირაკლი კობახიძე
ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება, რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალურ ოპოზიციაში, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც ელენე ხოშტარიას განცხადებასთან დაკავშირებით „ძლიერი საქართველოს“ პოზიციას შეეხებოდა თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის თაობაზე.
მთავრობის მეთაურის თქმით, საბოლოო ჯამში, რადიკალურ ოპოზიციაში ყველა ერთია, თუმცა არის პიროვნული დაპირისპირებები და სუბიექტური ინტერესები.
„რეალურად, ყველა ვხედავთ, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთში ვერ იყოფენ რაღაცებს, არის შიდა დაპირისპირება. ეს, რეალურად, არის ძალიან კარგი. მათ შორის, თვითმმართველობის არჩევნებში ორი პარტიაა, რომელთაც სურთ მონაწილეობა და ორი პარტია - რომელთაც არ სურთ.
ეს გახლეჩვა ძალიან კარგია რადიკალურ ოპოზიციაში. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში ყველა ერთია, მაგრამ იქ არის პიროვნული ამბიციები, პიროვნული დაპირისპირებები, სუბიექტური ინტერესები. რაც მეტი იქნება ასეთი განხეთქილება რადიკალური ოპოზიციის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის,“ - აღნიშნა პრემიერმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


