პოლიტიკა
ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ პრაქტიკულად თავი ამოწურა - თაკო ჩარკვიანი
ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ პრაქტიკულად თავი ამოწურა , - ამის შესახებ პარტიის „კანონი და სამართალი“ თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანმა განაცხადა.
ჩარკვიანის თქმით, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია პარტიის სახელით ორ მანდატზე საუბრობს, ხოლო „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიებმა ამის შესახებ არაფერი იციან, სწორ გადაწყვეტილებად არ მიაჩნია.
„ოპოზიციის გაერთიანებულმა მაგიდამ, რომელიც ბატონი შალვა ნათელაშვილის ოფისში პროპორციული სისტემის გამო იკრიბებოდა, პრაქტიკულად თავი ამოწურა. მათ არაერთხელ უთქვამთ, რომ შეკრების მიზანი შეთანხმების მიღწევა იყო, მაგრამ ახლა გაიხსნა გემოვნება და მიდის ქულებზე და კვოტებზე საუბარი. ერთ ამბავში არიან და საშინელი სანახავია ეს ყველაფერი. პირველ რიგში, დავიწყოთ იქედან, რომ როდესაც გამოდის „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ნიკა მელია და პარტიის სახელით ორ მანდატზე საუბრობს, ხოლო „ძალა ერთობაშიას“ სხვა პარტიებმა ამის შესახებ არაფერი ვიცით, რადგან ჩვენთან საუბარი არ ყოფილა, არ მიმაჩნია სწორ გადაწყვეტილებად. აქ მთავარია ის წესდება, ის კოლეგიალობა, რომ ელემენტარულად „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებს უნდა სცოდნოდათ ამის შესახებ. ამ შემთხვევაში მე ჩემს მაჟორიტარობაზე არ ვამახვილებ ყურადღებას და არ ვსაუბრობ, გამორიცხეთ ეს თემა, მე უბრალოდ ვსაუბრობ, რომ ვის ჩუქნი? რას ჩუქნი? ვერ გავიგე. ვის შეუთანხმდნენ იმ ორ მანდატზე, სად არის მესამე მანდატი, რომელიც უნდა ყოფილიყო, რადგან „ძალა ერთობაშიამ“ ასე იცოდა. აქ მთელი რიგი საკითხებია, რომელიც მაგიდასთან უნდა განხილულიყო. ახლა არის სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველომ ვექტორი არ შეიცვალოს და განვითარდეს და არა ის, რომ ვიღაც უსაქმური მაჟორიტარი აღმოჩნდეს ისევ მაგიდასთან, რომელსაც საზოგადოება 30 წელია მიჩვეულია. მათი ეს გადაწყვეტილება ჩვენ უნდა გვცოდნოდა, უნდა განხილულიყო ეს საკითხი ჩვენთან, შესაძლოა, ამაზე თანხმდებოდა ძალა ერთობაშია. მე ვარ ახალი ტიპის პარტია შემოსული და ჩემგან სიმართლის გარდა არაფერს არ მიიღებს ხალხი“ , - აცხადებს ჩარკვიანი.
ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


