პოლიტიკა
ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არ არსებობს - პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის თქმით, მისთვის ოპოზიციის ერთიან საპრეზიდენტო კანდიდატობაზე შემოთავაზება არავის არ გაუკეთებია. ქვეყნის პირველმა პირმა მადლობა გადაუხადა იმ ოპოზიციონერებს, ვინც მას ნდობა გამოუცხადა.
მარგველაშვილმა აღნიშნა, ის პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ყოველთვის ღიაა.
„შემოთავაზება არ არსებობს. რა თქმა უნდა, მე ანგარიშს გავუწევ ნებისმიერ ადამიანს, რომელიც ჩემ მიმართ რაღაც პოზიტივს დააფიქსირებს და მე მადლობელი ვარ იმ პოლიტიკოსების, რომლებმაც ჩემ მიმართ ეს ნდობა გამოხატეს, თუმცა მე არ ვარ არცერთი ამ პარტიის წევრი. მე რომ მდომოდა რომელიმე პარტიაში ასე აქტიურად გაერთიანება, მე იქ ვიქნებოდი. ჩემთვის, არა მარტო ახლა, არამედ როდესაც ოცნებაში ვიყავი, როცა მთავრობაში ვიყავი და მანამდეც, როცა ოპოზიციაში ვიყავი, ამოსავალი იყვნენ საქართველოს მოქალაქეები და მათი სამსახური უფრო მეტად, ვიდრე პოლიტიკური ელიტა. მე პოლიტიკური კონსულტაციებისთვის ყოველთვის ღია ვარ და მზად ვარ, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალას ვესაუბრო“, - განაცხადა პრეზიდენტმა „TV პირველის“ ეთერში.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


