უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 სექტემბერი, 2025 16:26
font-size

ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ, ეს არ გამოვა - კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ერთადერთი სურვილი ქვეყანაში სახელმწიფო გადატრიალების მოწყობაა, რაც მათ არ გამოუვათ.

როგორც კალაძემ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა, ოპოზიცია გარედან მართული დაჯგუფებაა, რომლის შექმნაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა.

„ეს არის მოძალადე დაჯგუფება, რომლის შექმნასა და ჩამოყალიბებაში წლების განმავლობაში ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. ისინი არიან უსამშობლო ადამიანები, რომელთაც არანაირი წმინდა არ გააჩნიათ – არც სიყვარული, არც პატივისცემა. მათ შესაქმნელად გარედან ჩართული ძალები მუშაობდნენ, იხარჯებოდა ძალიან დიდი თანხები, რომლებიც ე.წ. არასამთვრობო ორგანიზაციების გავლით შემოდიოდა. რა თქმა უნდა, ამ თანხების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდებოდა მსგავსი ტიპის ადამიანების შექმნას, პოლარიზაციის გაღრმავებას, დაპირისპირებას, საზოგადოების გახლეჩის მცდელობას, რევოლუციების მოწყობას და ა.შ. ქვეყანაში არანაირი რევოლუცია, სახელმწიფო გადატრიალება არ მოხდება, მიუხედავად მათი მცდელობებისა. ვიცით, რომ ეს ადამიანები ჩვეულებრივად წარმოადგენენ აგენტურას, იმართებიან გარედან და მათი ერთადერთი სურვილია, როგორმე სახელმწიფო გადატრიალება მოახდინონ. არ გამოვა ეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება კონკრეტული უნივერსიტეტების მხრიდან საპროტესტო აქციების დაფინანსებასთან დაკავშირებულ შეკითხვას, თბილისის მერი აცხადებს, რომ ყველაფერს კანონის ფარგლებში შესაბამისი პასუხი გაეცემა.

„ე.წ. ენჯეოსექტორის თანხების სქემა, რომელიც ქვეყანაში შემოდიოდა, გაშიფრული იყო. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა საზოგადოებისთვის, როგორ ხდებოდა ამ ყველაფრის დაფინანსება და ინიღბებოდა, ვითომ რაღაც კეთილ საქმეს აკეთებდნენ. რეალურად, თანხები ხმარდებოდა რევოლუციების მოწყობას, სახელმწიფო გადატრიალების მცდელობებს და იმ ტიპის ადამიანების შექმნას, 30 აკაცუკი რომ გვყავს დღეს. დედაქალაქში ვნახეთ რევოლუციის მოწყობის არაერთი მცდელობა. დღეს უკვე შემოიტანეს სიახლე და უნივერსიტეტების გავლით უნდათ თანხების შემოტანა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველაფერს მიეხედება და გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ყველა ოლქში „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს, რადგან მმართველი გუნდი ქართველი ხალხის ინტერესს ატარებს.

„4 ოქტომბერს გაიმარჯვებს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ძალიან დიდი ანგარიშით, ყველა ოლქში, როგორც მუნიციპალურ, ისე მერების მიმართულებით, რადგან „ქართული ოცნება“ არის ეროვნული, პატრიოტი ხელისუფლება, რომელიც იცავს ქვეყანას და ატარებს ქართველი ხალხის ინტერესს. შესაბამისად, ხალხი ძალიან კარგად აკეთებს ანალიზს იმასთან დაკავშირებით, ვინ რას წარმოადგენს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი