პოლიტიკა
ოპოზიციის ბრალდებას კახა კალაძემ იუმორით უპასუხა
თბილისის მერი კახა კალაძე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციური მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ბრალდებას, რომ საჯარო მოსამსახურეებს აიძულებენ, სალომე ზურაბიშვილს დაუჭირონ მხარი.
კახა კალაძე ჟურნალისტებს საპასუხო სატელეფონო ჩანაწერი წარუდგინა.
მისი თქმით, ამ ჩანაწერში საუბარია იმაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები რეკავენ სატრანსპორტო კომპანიაში და მითითებას აძლევენ, რომ გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატს, გრიგოლ ვაშაძეს დაუჭირონ მხარი.
ჩანაწერში კახა კალაძე, სავარაუდოდ, მერიის პრესსამსახურის თანამშრომელს ესაუბრება.
„მეც მაქვს ჩანაწერი, რომელიც მოვიპოვე და მგონია, რომ აუცილებელია გამოძიება დაიწყოს, ახლა მოგასმენინებთ ამ ჩანაწერს:
"- გიორგი ხართ ხომ?
- დიახ, გისმენთ
- სატრანსპორტო კომპანიიდან გაწუხებთ, თქვენ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ხომ იყავით მოსულები,
- ვიყავით
- ოჯახით ხომ?
- ნათესავები წამოვიყვანეთ
- წელსაც ხომ აპირებთ მოსვლას?“
- რა თქმა უნდა
- ხმას ვის აძლევთ გაქვთ ხომ მითითება მიღებული?
- ხმას ვაძლევ „ნაციონალურ მოძრაობას“, ვინც დაგვაკარგინა ქვეყნის 20%.
„ნაციონალურ მოძრაობას“ დავალება გაუცია სატრანსპორტო კომპანიაში, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ უნდა მისცენ ხმა, როგორც 2017 წელს. ალბათ, ეს არის ძალიან ცუდი ფაქტი, გამოყენება ადმინისტრაციული რესურსის, ოღონდ ოპოზიციის მხრიდან. ეს ძალიან ცუდია და საარჩევნო გარემოს აზიანებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ოპოზიციამ სატელეფონო ჩანაწერი წარადგინა, სადაც ავტორი სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს, შოთა კარასაშვილსა და სტელა ხაჩატურიანს "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის სტატუსით ეცნობა. ჩანაწერის ავტორი კომპანიის თანამშრომლებს ეკითხება, მიიღეს თუ არა დავალება სატრანსპორტო კომპანიიდან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებზე უნდა მივიდნენ და ხმა სალომე ზურაბიშვილს მისცენ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


