პოლიტიკა
ოპოზიციაში აცხადებენ, რომ აქციის ჩასატარებლად „აბსოლუტურად ყველა ადგილი განიხილება“, მათ შორის თელავიც
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, გაერთიანებული ოპოზიცია საპრეზიდენტო არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს.
რაც შეეხება აქციის ჩატარების ადგილს, ბოკუჩავამ განაცხადა, რომ კონსულტაციები მიმდინარეობს.
„არაღიარებული არჩევნების შედეგად ხელდასმული პრეზიდენტი ბრჭყალებში ინაუგურაციაზე ცხადია, ჩვენ დასწრებას არ ვაპირებთ, თუმცა ამის სურვილი არც არის ხელისუფლების მხრიდან.
აქციასთან დაკავშირებითაც გაგრძელდება ეს კონსულტაციები და შევარჩევთ ისეთ ადგილს, ისეთ ფორმას, ისეთ მასშტაბს, რომელიც ყველაზე მისაღები, ყველაზე ეფექტური, ყველაზე სწორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის ამ კონკრეტულ მომენტში“, - განაცხადა ბოკუჩავამ.
კითხვაზე განიხილება თუ არა აქციის ჩატარების ადგილად თელავი, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია უნდა ჩატარდეს, ბოკუჩავამ უპასუხა, რომ „განიხილება აბსოლუტურად ყველა ადგილი“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


