პოლიტიკა
ოპოზიციას ჰქონდათ შეთავაზება, რომ 2020 წლიდან გადავსულიყავით პროპორციულ სისტემაზე, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი თქვეს - დიმიტრი ცქიტიშვილი
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის განცხადებით, ოპოზიციას ჰქონდათ შეთავაზება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით, თუმცა ოპოზიციამ ამაზე უარი თქვა.
დეპუტატის თქმით, ხელოვნური კოალიციების შექმნა სწორი არ არის და პოლიტიკური პარტიების ნაწილს საშუალება აქვს, გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა განცხადებების გასაკეთებლად.
„ოპოზიციურ გაერთიანებაში არსებული პარტიები საუბრობენ პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებაზე, მათ ჰქონდათ შეთავაზება და ყველაფერი მზად იყო იმისთვის, რომ 2020 წლიდან გადავსულიყავით ამ სისტემაზე, თუმცა მათ ამ ყველაფერზე უარი თქვეს. დღეს კი ამ პარტიების მხრიდან სხვაზე გადაბრალება არის უზნეობა. ამიტომაც ზოგადად, თუ მათ სურთ პოლიტიკური დისკუსია, ამის ადგილი პარლამენტია, მოვიდნენ და გამართონ დისკუსია. მკვდარი პარტიების გაცოცხლება, თითქოსდა ბევრი პარტია გამოჩნდეს, სწორი არ არის", - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ცნობისთვის, ოპოზიციის ნაწილი 2020 წლიდან არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით მოითხოვს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


