პოლიტიკა
ოპოზიცია ვალების ჩამოწერის საკითხზე პრემიერსა და ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრსა და ფინანსთა მინისტრს ვალებსი ჩამოწერის საკითხზე პარლამენტში იბარებს.
ოპოზიციის წარმომადგენლები მათგან დეტალურ განმარტებას ითხოვენ - რას ნიშნავს მთავრობის ინიციატივა ვალის ჩამოწერის თაობაზე და როგორია მათი გეგმა.
ოპოზიციის აზრით, მსგავსი ტიპის დაპირებები წინასაარჩევნო პერიოდში მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობაა, მიზანი კი, ამომრჩევლის ხმების მათთვის სასარგებლოდ მობილიზებაა.
„საზოგადოებას ძალიან კარგად ახსოვს, რომ ბიძინა ივანიშვილმა ყველა თანხა, რომელიც ვითომდა საზოგადოების საკეთილდღეოდ დახარჯა, მერე ორმაგად ამოიღო საზოგადოების ჯიბიდან. ჩვენ გვაინტერესებს, გვაქვს თუ არა საქმე ანალოგიურ ტყუილთან. გვაქვს თუ არა საქმე ანალოგიურ აფიორასთან, “-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თავის მხრივ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ არ გააჩნია ხედვა გაჟღერებულ ინიციატივასთან დაკავშირებით. ენმ-ს წევრის, ლევან ბეჟაშვილის თქმით, ეს არის წინა საარჩევნო პოლიტიკური ფანდი.
მთავრობის ინიციატივის მიხედვით, მოვალეთა ე.წ. შავ სიაში მყოფ მოქალაქეებს ვალები გაუნულდებათ, თუმცა ვალები მხოლოდ იმ პირებს ჩამოეწერებათ, ვისი ძირი სესხიც 2000 ლარზე ნაკლებია. პრემიერის ინფორმაციით ასეთი ქვეყანაში 600 ათასი მოქალაქეა და მათ ვალს მილიარდ ნახევარი ლარით ფონდი "ქართუ" გამოისყიდის.
სესხის განულება არ შეეხება მათ, ვისი კრედიტიც 2000 ლარს ზევით არის. არც მათ, ვინც ერთ წლის განმავლობაში თუნდაც ერთხელ და თუნდაც მინიმალური გადასახადი გადაიხადა ამ სესხზე და არც მათ, ვისაც ჩადებული აქვს სესხის სალომბარდე ან უძრავი ქონებით უზრუნველყოფა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


