სამართალი
ოპოზიცია ქვეყანაში მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირების, წარმოებისა და გადამუშავების კონსტიტუციით აკრძალვის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს
გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ საკონსტიტუციო ცვლილებებისთვის 200 000 ხელმოწერის შეგროვებას იწყებს. შესაბამისი ბლანკები მათ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა დღეს გადასცა.
ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, რომ კონსტიტუციით აიკრძალოს ქვეყანაში მარიხუანასა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივირება, წარმოება და გადამუშავება.
„კონსტიტუცია ის დოკუმენტია, რომელმაც უნდა ასახოს საზოგადოებრივი და პოლიტიკური შეთანხმება საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხზე. ჩვენ ვხედავთ კანაფისა და სხვა ნარკოტიკული საშუალებების კულტივაცია, ამ ბიზნესის წარმოება ერთი ადამიანის ხელში იქნება თავმოყრილი და უგულებელყოფს იმ საზოგადოებრივ დაკვეთას, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით არის. კონსტიტუცია არის გარანტია, რომელიც ამ გიჟური იდეიდან ხელისუფლებს ხელს ააღებინებს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბეჟაშვილმა.
ოპოზიციური ერთობის მოთხოვნა ითვალისწინებს, რომ კონსტიტუციის 37-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის პუნქტი: „დაუშვებელია ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებისა და პრეკურსორებოს წარმოების მიზნით კანაფის ან სხვა მცენარის კულტივირება, დათესვა-მოყვანა, გადამუშავება,შენახვა-გადაზიდვა, გადაგზავნა და გასაღება.აგრეთვე ასეთი საქმიანობოს ლიცენზირება“.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


