პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს
საპარლამენტო ოპოზიცია საკანონმდებლო ორგანოში შს მინისტრსა და მთავარ პროკურორს იბარებს.
„ომეგა ჯგუფის“ საქმე და სკანდალური ჩანაწერები, სადაც ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ძალადობრივი მეთოდები იკვეთება, დღეს პარლამენტში განხილვის მთავარი თემა იქნება.
„100% დადასტურებული ფაქტია, ბანკიდან გამოიტანეს 4 მილიონი ლარი, ჩადეს ტომარაში, ჩაუდეს მანქანაში ვიღაც ბანდიტებს, არის საბუთი, არის მტკიცებულება, ფულის გამოძალვის ფაქტზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ეს არის მაფიოზური ჯგუფის მიერ დატერორება ბიზნესის. ამ ისტორიას ვერ წაშლის ხელისუფლება, იმიტომ, რომ საბანკო ჩანაწერები შეუძლებელია გაქრეს, ამიტომ ,,ომეგასთან“ დაკავშრებით დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს პროკურორი და შს მინისტრი, ყველა ადამიანი, ვინც ჩართულია ამ საქმეში, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხები გასცეს,“ - აცხადებს ენმ-ს წევრი, რომან გოცირიძე.
შს მინისტრისგან კითხვებზე პასუხს ელოდება "ევროპული საქართველოც."
„,როდესაც ვსაუბრობთ სისტემურ რეალურ ჩავარდნაზე, სისტემურ კორუფციაზე, რისი შედეგიც არის ქვეყნის განვითარების ძალიან დაბალი დონე, რა თქმა უნდა, პარლამენტში პასუხი უნდა გაეცეს იმ შეკითხვებს, რომელიც საზოგადოებას აქვს. შს მინისტრს და მთავარ პროკურეორს ევალაბთ, მოვიდნენ პარლამენტში და გასცენ პასუხი, რა ეტაპზეა გამოძიება,“-აცხადებს ,,ევროპული საქართველოს“ წევრი, ირაკლი აბესაძე.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


