პოლიტიკა
ოპოზიცია პარლამენტში დავით ზალკალიანის და თეა წულუკიანის მისვლას ითხოვს
ჰააგაში მიმდინარე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომთან დაკავშირებით მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განცხადება სალომე სამადაშვილმა გააკეთა.
დეპუტატმა პარლამენტში საგარეო საქმეთა მინისტრისა და იუსტიციის მინისტრის მისვლა მოითხოვა.
სამადაშვილის განცხადებით, მინისტრებმა არსებულ კითხვებს პასუხები უნდა გასცენ.
„თქვენი სამშობლო რუსეთია და მას ემსახურებით. დავით ზალკალიანი საგარეო უწყებას თვალცრემლიანი რომ გამოემშვიდობა და თქვა, რუსეთის ინტერესებზე ვერ ვიმუშავებო, მოვიდეს და გაგვცეს პასუხი, რა ხდება ჰააგაში”, – აღნიშნა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატის ამ განცხადებას უმრავლესობის ლიდერი გამოეხმაურა.
არჩილ თალაკვაძის თქმით, საქართველოს მხარეს არის სიმართლე და ეს მსოფლიომ უნდა დაინახოს.
„თუ მინისტრი იქნება მოწვეული, მყარი პოზიციები გვაქვს და მოისმენთ. ჯარისკაცებისა და ჰააგის თემას პარტიული ინტერესებისთვის იყენებთ. კომიტეტში მინისტრების მოსვლა პრობლემა არ არის,” – მიმართა სამადაშვილს თალაკვაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


