უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2019 12:29
font-size

ოპოზიცია `ოცნების` დეპუტატის შვილის და `ქართუ ბანკის` სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირის გამოძიებას ითხოვს

ოპოზიცია "ოცნების" დეპუტატის შვილის და "ქართუ ბანკის" სავარაუდო დანაშაულებრივი კავშირის გამოძიებას ითხოვს.

საუბარია სქემაზე, რომლის მიხედვითაც, მმართველი გუნდის დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილი ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს, სწორედ „ქართუ ბანკში“ ინახავდა.

გამოძიების მოთხოვნით ოპოზიცია პროკურატურაში სარჩელს შეიტანს. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი დღეს „ქართუ ბანკშიც“ მივა და მოითხოვს განმარტებას, რატომ მიეცა „ქართული ოცნების“ დეპუტატის შვილს, ფულის გათეთრების უფლება.

„დოკუმენტალურად დასტურდება მილიონობით ლარის გათეთრება და ვიცით ჩვენ, რომ ამ მიმართულებით საქმე აქვთ მაგალითად სხვა ბანკირზე აღძრული. რატომ ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილი არის ხელშეუხებელი, მაშინ როდესაც ეს ტრანზაქციები არის საჯარო და მაშინ როდესაც ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ აშშ-ში ეს კონკრეტული ადამიანი სისხლის სამართლებრივად იდევნება და არის დაკავებული. შესაბამისად ჩვენ დღეს მივმართავთ როგორც „ქართუ ბანკს“ ისე საგამოძიებო უწყებებს, დაინტერესდნენ ამ საქმით,“-აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.

"შაბათის კურიერში" გასული რეპორტაჟის მიხედვით, არსებობს ვარაუდი, რომ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი დეპუტატის, შოთა შალელაშვილის შვილი, "ქართუ ბანკში” ამერიკული ბანკიდან მოპარულ ფულს ინახავდა.

2014 წელს „ქართუ ბანკისგან“, შალელაშვილებმა თითქმის, 6 მილიონ დოლარად მიწა და სასტუმრო შეიძინეს.

გარი შალელაშვილის ამერიკაში ასობით მილიონი დოლარის მოპარვის ბრალდებით დაკავების შემდეგ კი მან ეს უძრავი ქონება დედას აჩუქა.

არსებობს ეჭვი, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ოჯახმა ბიძინა ივანიშვილის ბანკის დახმარებით ჯერ ფული გაათეთრა, შემდეგ კი შეძენილი ქონება გადამალა.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი