უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 სექტემბერი, 2018 11:30
font-size

ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებულ აუდიოჩანაწერებზე აუდიტის სამსახურისგან მოკვლევის დაწყებას ითხოვს

ოპოზიცია მოკვლევის დაწყებას ითხოვს აუდიტის სამსახურისგან მორიგი სკანდალური აუდიო ჩანაწერების საქმეზე, სადაც საუბარია რომ ერთი კოლოფი სიგარეტიდან მმართველი პარტიის დასაფინანსებლად 2,5 თეთრი ირიცხება.

ოპოზიციის წარმომადგენლები ეჭვობენ, რომ "ქართული ოცნება" ფულს ქრთამის სახით იღებდა, რაც ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა უნდა დაადგინოს.

„ამაზე თვალსაჩინო და აშკარა ფაქტი, რომ საქმე გვაქვს შავ ფულთან, აღარ არსებობს. წარმოიდგინეთ 2016 წელს, „ქართულმა ოცნებამ“ ოფიციალურად აჩვენა 22 მილიონი ლარი, რომელიც დახარჯა კამპანიისთვის, დანარჩენი შემოსავალი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ამ შავი ფულის სახით. სიგარეტიდან, ნავთობპროდუქტებიდან. ბუნებრივია ვალდებულია აუდიტის სამსახური დაიწყოს დაუყოვნებლივ შესწავლა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

სისხლის სამართლის დანაშაულის არსებობაზე საუბრობენ „ევროპული საქართველოს“ წევრები. პარტიაში ამბობენ, რომ გავრცელებული აუდიო ჩანაწერებით პროკურატურა უნდა დაინტერესდეს.

„ბიძინა ივანიშვილს საკუთარი ფულითაც კი აღარ უნდა დაფინანსება „ქართული ოცნების“. პარტიას, საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს აფინანსებს საქართველოს მოქალაქეებისგან,“- აცხადებს ირაკლი კიკნაველიძე.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი