პოლიტიკა
ოპოზიცია ,,ომეგა ჯგუფთან` დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მისვლას ითხოვს
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" "ურჩი მინისტრების" მიმართ სანქციების გატარებას ითხოვს. შესაბამისი წერილით ოპოზიციურმა ფრაქციამ პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა.
როგორც ფრაქციის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც პარლამენტში არ მოდიან, რეგლამენტის შესაბამისად, სანქციები უნდა გატარდეს.
"ჩვენ გავუგზავნეთ წერილი პარლამენტის თავმჯდომარეს და მოვითხოვთ, მოახდინოს რეაგირება სანქციების გატარების კუთხით იმ მინისტრების მიმართ, რომლებიც ურჩობენ და პარლამენტში არ მოდიან. პარლამენტის თავმჯდომარემ ამ საკითხში უნდა ჩართოს საპროცედურო საკითხთა კომიტეტი და უნდა იქნას დაწყებული პროცედურები რეგლამენტის შესაბამისად", - განაცხადა რომან გოცირიძემ.
უმცირესობის წევრმა ეს განცხადება გააკეთა ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის პარლამენტში მოწვევის საკითხზე საუბრისას. კერძოდ, მანამდე კომიტეტის სხდომაზე პარტია "თავისუფალი საქართველოს" თავმჯდომარემ, კახა კუკავამ მოითხოვა, რომ "ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით მიმდინარე მოვლენებზე პარლამენტში ფინანსთა მინისტრი მივიდეს.
გოცირიძე კუკავას ინიციატივას იზიარებს და მიიჩნევს, რომ მაჭავარიანმა შესაბამის კითხვებს უნდა უპასუხოს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


