სამართალი
ოპოზიცია ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ცალკეული მუხლებს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს
ოპოზიცია ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის ცალკეული მუხლების გასაჩივრებას გეგმავს.
,,ნაციონალური მოძრაობისა’’ და ,,ევროპული საქართველოსთვის’’ მიუღებელია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტო უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში იქნება.
„პარლამენტმა იმდენად ანტიკონსტიტუციური მოდელი დატოვა თვითონ, რომ შეუძლებელია ახლა საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღოს ამ ახალ სარჩელზე სხვა გადაწყვეტილება გარდა იმისა, რომ ეს ახლად მიღებული კანონი, რომელიც ძველს სისტემას და მოსმენებს ძალაში ტოვებს არ გააუქმოს,“- აცხადებს ,,ევროპული საქართველოს’’ წევრი, ზურაბ ჭიაბერაშვილი.
,,ნაციონალურ მოძრაობის’’ წევრი, თინათინ ბოკუჩავა კი არ გამორიცხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს შემდეგ სარჩელი სტრასბურგის სასამართლოშიც შევიდეს.
„მე არ გამოვრიცხავ იმას, რომ საბოლოო ჯამში ეს სარჩელი აღმოჩნდეს სტრასბურგში, რადგან საკონსტიტუციო სასამართლო სასამართლოს შემადგენლობა საკანონმდებლო ცვლილებებით შეცვალა ,,ქართულმა ოცნებამ’’ იმისთვის, რომ მათთვის არასასურველი განაჩენები აღარ დამდგარიყო,“-აცხადებს თინა ბოკუჩავა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


