უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

14 ივლისი, 2025 18:53
font-size

ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული და ნებისმიერი კონფიგურაციით განწირულია ძალიან დიდი მარცხისთვის - ირაკლი კობახიძე

საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სამეგრელოში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ოპოზიცია, ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული ძალიან დიდი მარცხისთვის.

„თქვენ რეალურად ხედავთ, რამდენად მძიმე ვითარებაა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას აგინებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვიტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა, ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო. ნებისმიერ კონფიგურაციაში და ნებისმიერ ფორმატში, ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს, ამაზე მეტყველებს მათ შორის ის კვლევები, რომელიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათს ყველა ხედავს, თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. მთელი ამ ოთხი წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ა.შ. საკმაოდ ვრცელია ამ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა უკვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად დასუსტებული, ვიდრე ის იყოერთი წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე, შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერი კონფიგურაციით არის განწირული, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი მარცხისთვის“, - განაცხადა პრემიერმა.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი