პოლიტიკა
„ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩა“ – „კურიერმა“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგ სკანდალურ დოკუმენტს მიაგნო
„კურიერმა“ „ომეგა ჯგუფის“ საქმეზე მორიგი დოკუმენტი გამოაქვეყნა. „ომეგა-სიგარეტის ბაზრის გახლეჩა“ - აღნიშნული სათაურის მქონე წესდებით უნდა მომხდარიყო თამბაქოს ბაზარზე წილების გადანაწილება სწორედ იმ სქემით, რომელიც მედიაში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერშია ნაჩვენები.
დოკუმენტი დათარიღებულია 2017 წლით და ის „ომეგა ჯგუფის“ მენეჯერის მეილზე ვანო ჩხარტიშვილის ადვოკატისგან, ლაშა კალანდაძისგან გაიგზავნა. წესდებაში დეტალურადაა აღწერილი, როგორ უნდა გადანაწილებულიყო წილები, „ომეგა ჯგუფს“, „თბილისის თამბაქოსა“ და ე.წ. ფონდს შორის, როგორც ირაკლი ჩუბინიშვილი სკანდალურ ჩანაწერში, პარტია „ქართულ ოცნებას“ მოიხსენიებდა.
„ეს არის წესდება იმ კომპანიისა, რომელიც უნდა შექმნილიყო იმ კორუფციული სქემის საფუძველზე, რომლის პრეზენტაციას დიდი გულმოდგინებით ახდენდნენ ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი.
ამ დოკუმენტში წერია, რომ 25-25% უნდა გადანაწილებულიყო, პირობითად წერია აქ Y- და Z-წარმომაგენლები, ანუ „თბილისის თამბაქო“ და „ომეგა ჯგუფი“, ხოლო X, რომელიც 50%-ს ფლობდა ამ წესდების მიხედვით, არის ზუსტად ის ფონდი, რომელსაც ჩუბინიშვილი მოფერებით ეძახდა „ქართული ოცნების“ პარტიას“, - განაცხადა „ომეგა ჯგუფის“ მთავარმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა.
დოკუმენტის მიხედვით, ტელეკომპანია „იბერიის“ დამფუძნებელი „ომეგა ჯგუფის“ წილები ზუსტად იმ სქემით ნაწილდება, როგორც ეს ირაკლი ჩუბინიშვილმა და ვანო ჩხარტიშვილმა, ბიძინა ივანიშვილის სახელით დაფაზე დაწერეს. 100%-დან წილის ნახევარი, 50% ე.წ. ფონდში, ანუ მმართველი პარტიაში ფინანსური დირექტორის პოსტზე დანიშნული პარტიის წარმომადგენლის გავლით ჩაირიცხებოდა, 25%-ით წილში „თბილისის თამბაქო“ - კომერციული დირექტორის სახით და დისტრიბუციის სრული მონოპოლიით შედიოდა, „ომეგა ჯგუფს“ კი მხოლოდ 25% და გენერალური დირექტორის პოსტი რჩებოდა, გადამწყვეტი ხმის უფლების გარეშე.
„ხმათა უმრავლესობა იყო პარტიისა და „თბილისის თამბაქოსი“, ანუ ვანო ჩხარტიშვილისა და ირაკლი ჩუბინიშვილის ხელში“, -თქვა აღდგომელაშვილმა.
კითხვაზე, რა პასუხი გასცა „ომეგა ჯგუფმა“ ამ შემოთავაზებაზე, აღდგომელაშვილმა უპასუხა, რომ კომპანიამ აღნიშნულ გარიგებაზე უარი თქვა.
„იქიდან გამომდინარე, რომ ეს ფირმა არ არსებობს,ალბათ პასუხი ნათელია“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა.
ცნობისთვის, 7 სექტემბერს ტელეკომპანიის ჟურნალისტებმა საგანგებო განცხადება გაავრცელეს, რომელშიც აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ „იბერიას“ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კერძოდ, კომპანია ,,ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია ,,იბერია“, პარალიზებულია. ტელეკომპანიის განცხადებით, ხელისუფლებამ წარმოება მიზანმიმართულად გააჩერა.
ამას მოჰყვა რამდენიმე ფარული ჩანაწერის გავრცელება მედიაში. ერთ-ერთ მათგანში, რომელიც „კურიერმა“ გამოაქვეყნა, ასახულია შეხვედრა, სადაც ვანო ჩხარტიშვილი და ირაკლი ჩუბინიშვილი ზაზა ოქუაშვილთან აღნიშნულ სქემაზე მსჯელობდნენ.
პროკურატურა ამ ეტაპზე მხოლოდ იმ ჩანაწერის საქმეს სწავლობს, სადაც სპორტის ყოფილი მინისტრი, ლევან ყიფიანი ფიგურირებს.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


