უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

11 მარტი, 2019 12:05
font-size

`ომეგას` და TBC-ის შემდეგ ზეწოლაზე სხვა ბიზნესმენებიც ღიად ალაპარაკდნენ

„ომეგას“ და „თიბისის“ შემდეგ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე სხვა ბიზნესმენებიც ალაპარაკდნენ. მათ შორის არის თამაზ ელიზბარაშვილი. რამდენიმე დღის წინ მან ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც ხელისუფლებას ბიზნესზე ზეწოლის კონკრეტული ფაქტების გასაჯაროებით დაემუქრა.

P.S-თან ინტერვიუში თამაზ ელიზბარაშვილი აცხადებს, რომ უამრავი ისეთი საქმე აქვს, რომლითაც ყველას, მათ შორის ამერიკელ და ევროპელ დიპლომატებს დაარწმუნებს, რომ საქართველოში ბიზნესი თავისუფალი არ არის.

ელიზბარაშვილი“ ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყო. დღეს ყველა ბრალდებაში გამართლებულია და ამბობს, რომ გირაოს სახით გადახდილი 6 მილონი ლარის დასაბრუნებლად „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში დიდი ბრძოლა მოუხდა, მაგრამ სრულად მაინც ვერ დაიბრუნა.

სიგარეტის სადისტრიბუციო კომპანია „ელიზის“ ყოფილი ხელმძღვანელი ღიად აცხადებს, რომ სიგარეტის დაბეგვრის ახალი კანონი პირდაპირ ურტყამს იმ ბიზნესს, რომელსაც ახლა მისი ოჯახის წევრები და ნათესავები მართავენ. თამბაქოს ნაწარმზე აქციზის რამდენჯერმე გაზრდა იმ ფონზე, როდესაც პოლიცია სიგარეტის კონტრაბანდას ვერ უმკლავდება ლეგალურ ბიზნესს დახურვის საფრთხის წინაშე აყენებს.

გასულ კვირას ელიზბარაშვილის გარდა ვიდეომიმართვა კიდევ ერთმა ბიზნესმენმა გაავრცელა.

"ფრესკოს" დამფუძნებელმა ვასილ სოფრომაძემ, ხელისუფლება ზეწოლაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ რამდენიმე წელია კომპანიაში ფინანსური პოლიციაა შესული. ის აცხადებს, რომ საქართველოში ბიზნესი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშაა.

ბიზნესმენები ყვებიან, რომ მთავრობამ მათ გამოსავალი არ დაუტოვა, რადგან ყველა რგოლი, რომელმაც მათი პრობლემები უნდა მოაგვაროს, ხელისუფლების ზეწოლის შედეგად მათ წინააღმდეგ მოქმედებს, მათ შორის სასამართლო სისტემაც.

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი