საზოგადოება
„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ
„ომეგა ჯგუფის“ თანამშრომლები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან აქციას მართავენ და თავისუფალ ბიზნესსა და თავისუფალ მედიაზე ზეწოლას აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ფინანსთა სამინისტრომ სიგარეტის ფაბრიკა „ოჯთ“-ს აქციზური მარკები და შესაბამისად, მუშაობის საშუალება მისცეს.
როგორც „ომეგაში“ აცხადებენ, ორი თვეა სიგარეტის ფაბრიკა გაჩერებულია და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტი ყოველდღიურად ათასობით ლარს კარგავს.
„ის უფლება მუშაობისა, რომელიც მათ რა თქმა უნდა აქვთ, უზრუნველყონ. გაიცეს აქციზური მარკები და მიეცეს საშუალება ჩვენს ფაბრიკას, რომ დაიწყოს მუშაობა.
როგორც ვითარდება პროცესები, ძნელია, რომ რაღაც მოლოდინი გქონდეს, მაგრამ ჩვენ ამას ვითხოვთ და მოვითხოვთ, რადგან ეს არის ვალდებულება,“-განაცხადა ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია ოჯთ-ის დირექტორმა ნიკოლოზ ასანიძემ.
აქციას არასაპარლამენტო პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. პოლიტიკოსები ,,ომეგა ჯგუფი“ თანამშრომლების მხარდასაჭერად მივიდნენ. ისინი ასევე ,,ომეგა ჯგუფის“ მუშაობის სრულად აღდგენას მოითხოვენ.


საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


