პოლიტიკა
„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს ქარხანამ მუშაობა განაახლა
„ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს ქარხანამ 3-თვიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. გუშინ, გვიან ღამით, კომპანიას აქციზური მარკები გადასცეს, რის შემდეგაც ქარხნის ამუშავება შესაძლებელი გახდა.
რაც შეეხება ტელეკომპანია „იბერიას“ მაუწყებლობის აღდგენას, „ომეგა ჯგუფის“ გენერალური მენეჯერის, ლევან აღდგომელაშვილის თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა ამას გარკვეული დრო სჭირდება.
„კომპანია ოჯთ-ს გადაეცა აქციზური მარკები და მიეცა მუშაობის საშუალება. უკვე სამი თვე გავიდა, რაც კომპანია გაჩერებიული იყო. ამ სამი თვის განავლობაში ვითხოვდით, რომ მიეცათ კომპანიისთვის აქციზური მარკები, დაეწყო მას მუშაობა, ბიუჯეტში თანხა შეეტანა და ის დავალიანება, რომელიც კომპანიას ჰქონდა, მისი გასტუმრების საშუალებაც ჰქონოდა.
რა თქმა უნდა, ტელეკომპანიის გახსნის, მაუწყებლობის აღდგენის საკითხი დღის წესრიგში დგას. უბრალოდ არის დროის ფაქტორი, როცა „ოჯთ“ და „ომეგა ჯგუფი“ თავისი ბაზრის წილის დაბრუნებას, გარკვეული ფინანსური რესურსების აღდგენას შეძლებს“, - განაცხადა აღდგომელაშვილმა „რუსთავი 2“-თან სატელეფონო საუბარში.
მისივე თქმით, ზაზა ოქუაშვილის გუშინდელი ბრიფინგის გადადება-გაუქმება არ უკავშირდება აქციზური მარკების გადაცემას.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფის“ თამბაქოს ქარხნის წარმოების განახლებასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


