საზოგადოება
„ომეგა ჯგუფის“ სკანდალურ საქმის ერთერთი ფიგურანტი უზბეკეთში საქართველოს ელჩად დანიშნეს
„ომეგა ჯგუფთან“ სკანდალური საქმის დამლაგებელ ბიზნესმენს სამსახური დაუფასდა. ზაზა ოქუაშვილთან ბიძინა ივანიშვილის დესპანს, ზურაბ აბდუშელიშვილს, დიპლომატიური წარმომადგენლობა უზბეკეთში ჩააბარეს, - ამის შესახებ ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის რეპორტაჟშია საუბარი.
აბდუშელიშვილს არც ერთ დღეს დიპლომატიურ სამსახურში არ უმუშავია.
ინფორმაცია აბდუშელიშვილის ელჩად დანიშვნის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა მხოლოდ მას შემდეგ დაადასტურა, რაც ფაქტით „კურიერი“ დაინტერესდა.
ზურაბ აბდუშელიშვილის გვარი ბოლოს „ომეგა ჯგუფის“ სკანდალურ საქმეს დაუკავშირდა.
ბიზნესმენ ზაზა ოქუაშვილის მტკიცებით, აბდუშელიშვილი მასთან ბიძინა ივანიშვილმა გააგზავნა და დუმილის სანაცვლოდ 5-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა.
„ომეგა მოტორსის“ ოფისში 23 ოქტომბერს გადაღებულ ჩანაწერში ჩანს, რომ ბიზნესმენ ზურაბ აბდუშელიშვილსა და კომპანიას შორის ხელშეკრულება გაფორმდა.
ხელშეკრულებით აბდუშელიშვილის კომპანია ვალდებულებას იღებდა, რომ ოქუაშვილისგან ბენტლის, მაზერატის, BMWდა MINI-ის ბრენდის ავტომობილებს იყიდდა. ამ ხუთი მილიონის სანაცვლოდ ოქუაშვილი უნდა გაჩუმებულიყო და არაფერი ეთქვა ივანიშვილის მიერ მისთვის მოთხოვნილი 4-მილიონიანი ქრთამის შესახებ.
ზურაბ აბდუშელიშვილმა დუმილის სანაცვლოდ ზაზა ოქუაშვილს დაპირებული 5 მილიონიდან 2 მილიონი ლარი წინასწარ მისცა, მეორე ნაწილი კი 2 კვირის ვადაში უნდა დაეფარა, თუმცა, მოულოდნელად დამკვეთმა კონტრაქტის შეწყვეტა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა, რადგან ოქუაშვილმა ივანიშვილის პირობების შესრულებაზე უარი თქვა.
„კურიერის“ ცნობით, ზურაბ აბდუშელიშვილის მამა - გივი აბდუშელიშვილი ედუარდ შევარდნაძის დროს უზბეკეთში ელჩის თანამდებობაზე მუშაობდა. როგორც ირკვევა, მისი ოჯახის წევრებს ტაშკენტში დიდი ბიზნეს კავშირები, ქონება და ფინანასური რესურსები აქვთ, რომელიც ხელისუფლებამ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო კამპანიისთვის გამოიყენა.
22 მარტს უზბეკეთში საქართველოს ახალი წარმომადგენელი, რომელმაც მისი წინასაარჩევნო კამპანიის წინ ხელისუფლებას სერიოზული პრობლემის მოგვარებაში დაეხმარა, სალომე ზურაბიშვილმა ოფიციალურად მიიღო.
ზურაბ აბდუშელიშვილი დიპლომატიურ სამსახურს მალე შეუდგება, თუმცა, ახალი კონსტიტუციის თანახმად, მას ქვეყნის შიგნით პროცედურები გასავლელი კიდევ აქვს.
საკვანძო სიტყვები:
მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას
23 მარტი, 2026 , 18:41
გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა
23 მარტი, 2026 , 16:44
მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო
23 მარტი, 2026 , 14:56
ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება
19 მარტი, 2026 , 15:15
ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია
19 მარტი, 2026 , 14:37
„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
19 მარტი, 2026 , 11:30


