პოლიტიკა
„ომეგა ჯგუფის“ მენეჯერი: კომპანიას ძირს უთხრიან ივანიშვილის მითითებით
„გაქვთ მითითება ძირგამომთხრელი პოლიტიკა აწარმოოთ კომპანია „ომეგას“ წინააღმდეგ და ამ მითითებას იღებთ ბიძინა ივანიშვილისგან“, - განცხადა „ომეგა ჯგუფის“ გენერალურმა მენეჯერმა ლევან აღდგომელაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში, სადაც ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ მოთხოვნით მისული იყო ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი.
ლევან აღდგომელაშვილის თქმით, 5 მარტს „ომეგას“ წარმომადგენლებმა ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურს შესთავეზეს, რომ კომპანია გრაფიკით სრულად გადაიხდიდა როგორც ძირითად გადასახადს, ასევე საურავს, თუმცა, აღდგომელაშვილის თქმითვე, „ომეგამ“ შეთავაზებაზე უარი მიიღო.
ფინანსთა მინისტრს, დეპუტატების მწვავე კითხვების გარდა, „ომეგა ჯგუფის“ წარმომადგენლების კითხვებზე პასუხის გაცემამაც მოუწია.
აღდგომელაშვილმა მინისტრს ჰკითხა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილის დავალებები იმის მიზეზი, რომ ფინანსთა სამინისტრო კომპანიასთან მიმართებაში დესტრუქციულ გზას ირჩევს.
„როდესაც გქონდათ ბიძინა ივანიშვილის მითითება, რომ ცა გახსნილიყო „ომეგას“ თავზე, მაშინ თანახმა იყავით ამ საურავის შემცირებაზე. ჩვენ ამ საურავის გადახდაც შემოგთავაზეთ 5 მარტს, მაგრამ თქვენი წინადადება იყო უარყოფითი. მაინტერესებს, რატომ? დამიკონკრეტეთ კანონის მუხლი, რომლის საფუძველზეც თქვენ და შემოსავლების სამსახური კომპანიას არ აძლევთ აქციზურ მარკებს.
"მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი სრულ თანხას ვერ აიღებდა, ასევე ჯერ პირველი ეტაპი დაუჯდა ბიუჯეტს ნახევარ მილიონზე მეტი და ათობით მილიონი დაგიჯდება სტოკჰოლმის საერთაშორისო არბიტრაჟში შემდგომი დავა, მაინც აირჩიეთ ეს დესტრუქციული გზა და არ ირჩევთ იმ შემოთავაზებას და არ თანხმდებით, რომელსაც გთავაზობდათ „ომეგა „ კონკრეტულად 5 მარტს, თუმცა, შემდგომაც იყო შემოთავაზება.
მაინტერესებს კიდევ ერთი, რომ არ იყოს ასეთი მითითება, მე მესმის თქვენი მძიმე მდგომარეობისა, რომ არ იყოს ასეთი მითითება, ძირისგამომთხრელი პოლიტიკა აწარმოოთ „ომეგას“ წინააღმდეგ და მითითებას თქვენ ღებულობთ, იცით, საიდანაც, ბიძინა ივანიშვილისგან, თქვენ ამ დესტრუქციულ გზას აირჩევდით თუ არ აირჩევდით?" - მიმართა მინისტრს აღდგომელაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, „ომეგა ჯგუფს“ სამი წელია, თანხა არ გადაუხდია. 5 მარტის მიმართვაში კი, რომელზეც ლევან აღდგომელაშვილი საუბრობს, მინისტრის თქმით, სამი წლის განმავლობაში ვალის გაყინვას გულისხმობს და შემდეგ კი ნაწილ-ნაწილ გადახდას.
„აგერ წერია, რა შემოვიდა 5 მარტს - ვალის დაფარვის ვადა. აქედან სამი წლის განმავლობაში უნდა მოხდეს დავალიანების გაყინვა, ხოლო შემდეგი შვიდი წელი ყოველკვარტლურად 2-2 მილიონს გადავიხდიო. ამაზე უარს რომ იღებენ, ამბობენ, რომ მე სრულ თანხას ვიხდიო. სამი წელი საერთოდ კაპიკი არ გადაუხდიათ. ეგეთი საგადასახადო შეთანხმება სადმე თუ გაგიგიათო,“ - უპასუხა მაჭავარიანმა.
მისი თქმით, "ხელისუფლება და ყველა შესაბამისი სტრუქტურა არავისთან ისე მართალი არ ყოფილა, როგორც „ომეგასთან".
„სამართალს რაც შეეხება, სტოკჰოლმში არანაირი პროცესი არავის არ წაუგია, მე როგორც ვიცი, იქ მოხდა კონკრეტული რაღაც გადაწყვეტილების შეჩერება,“ - განაცხადა მინისტრმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


