პოლიტიკა
`ომეგა ჯგუფი` იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა
"ომეგა ჯგუფი" იმ დოკუმენტაციას ასაჯაროებს, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ ფინანსთა სამინისტროს გადასახადების რესტრუქტურიზაციის თაობაზე მან ნამდვილად მიმართა.
“ომეგა ჯგუფში” შემავალი კომპანია "ოჯთ” - ის განაცხადი გასული წლის 24 აპრილით თარიღდება, მასში დეტალურად არის წარმოდგენილი რესტრუქტურიზაციის მიზეზები. მიუხედავად ამისა, უწყებამ შესაბამისი კომისიის სხდომის დანიშვნაც კი საჭიროდ არ ჩათვალა. ამ ფაქტის გამო, თითქმის ერთი წლის შემდეგ, "ომეგა ჯგუფმა” უკვე ფინანსთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელით საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მიმართა.
"ამ კომპანიის მიზანს არ წარმოადგენს დავალიანების არგადახდა, ამ კომპანიის მიზანია გადაიხადოს აღნიშნული დავალიანება, შეიტანოს თანხა ბიუჯეტში,"- აცხადებს ადვოკატი, გიორგი ფანცულაია.
პარალელურად კი არასაპარლამენტო ოპოზიცია ტელეკომპანია "იბერიას" გადასარჩენად სპეციალური კომიტეტის შექმნას და უკვე აქციებს აანონსებს. ”საქართველოს ევროპელი დემოკრატების” თავმჯდომარე პაატა დავითაია აცხადებს, რომ ტელეკომპანია ისევე უნდა დაიცვან, როგორც თავის დროზე "რუსთავი 2"-ს იცავდნენ და ეს პროცესი ახლაც გრძელდება.
"მნიშვნელოვანია დავიცავთ სიტყვის თავისუფლება, როგორც დავიცავით “რუსთავი 2” და დღესაც ვართ ამ დაცვის რეჟიმში.
გვაქვს გარკვეული ინფორმაციები, რომელიც ძალიან მალე გამჟღავნდება ამ საქმესთან დაკავშირებით.
აგრეთვე, ეს დღეები იქნება მუშაობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ კვირისათვის ვგეგმავთ აქციას ფინანსთა სამინისტროსთან,"-აცხადებს პაატა დავითაია.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


