სამართალი
`ომეგა 2`- ის დირექტორმა თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა
„ომეგა ჯგუფში" შემავალი ერთი-ერთი კომპანიის "ომეგა 2"- ის დირექტორმა გიორგი ქურდაძემ თბილისის პროკურატურაში გამოკითხვაზე უარი თქვა.
უწყებაში ის ადვოკატთან, გიორგი ფანცულაიასთან ერთად გამოცხადდაა, თუმცა აღნიშნა, რომ სურს სასამართლოში დაიკითხოს.
"ვისარგებლე კანონით მონიჭებული უფლებით და განვაცხადე, რომ მსურდა დაკითხული ვყოფილიყავი სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით. დაფიქსირდა ეს ოქმები. ეს ჩემი უფლებაა და გამოვიყენე. მე ყველაფერს ვიტყვი, არ დავმალავ და ვითანამშრომლებ. მალე მოხდება სასამართლოში ჩემი დაკითხვა და მერე ყველაფერს ვიტყვი. ნამდვილად მნიშვნელოვანი ინფორმაციაა და ნამდვილად დაეხმარება გამოძიებას ",- განაცხადა ქურდაძემ.
,,ომეგა 2"-ის დირექტორმა კომპანიებში შექმნილ ვითარებაზეც გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ფაბრიკის მუშაობა შეჩერებულია.
,,დღესდღეობით ფაბრიკა არის გაჩერებული. არ მუშაობს უკვე მესამე თვეა. ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ჩვენ გვქონდა ძალიან ბევრი შეხვედრა მენეჯმენტს, დამფუძნებლებსაც პრემიერ-მინისტრთან, ფინანსთა მინისტრთან და ყველა იმ პირთან, ვისაც შეიძლება ამ საქმესთან რაიმენაირად შეხება ჰქონდეს. ჩვენი მოთხოვნა არის, რომ ამუშავდეს ეს საწარმო", - განაცხადა გოორგი ქურდაძემ.
დღესვე დაკითხვაზე დაბარებულია „ომეგა ჯგუფში“ შემავალი კიდევ ორი კომპანიის წარმომადგენელი.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


