პოლიტიკა
ომბუდსმენმა უწყების ხელმძღვანელისგან სპეცოპერაციის ამსახველი კადრების გადაცემის დაპირება მიიღო
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის შეხვედრა, რომელსაც ომბუდსმენიც ესწრებოდა, დასრულდა.
როგორც სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, მან გიორგი გახარიასგან მიიღო დაპირება, რომ უწყება ომბუდსმენის აპარატს 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას გადასცემს.
მისივე თქმით, შს მინისტრმა შეხვედრაზე თქვა, რომ გადაცდომა იყო მოქალაქეთა მხრიდან, რომლებიც სამართალდამცველებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, რასაც როგორც მინისტრი ამბობს, მათი დაკავება მოჰყვა.
"შევთავაზე ორგანიზატორებს, რომ ყველა საჩივარი იყოს შემოტანილი სახალხო დამცველთან და ჩვენ ყველა სარჩელს შევისწავლით. შსს-მ გამოთქვა მზაობა, რომ ვიდეო კადრებს გადმოგვცემს და გვექნება შესაძლებლობა ვნახოთ და დავადგინოთ ყველაფერი. ეს კადრებია, რომელზეც ასახულია როგორც სპეცოპერაციის მიმდინარეობა ასევე აქციის მონაწილეების დაკავება,“- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
ომბუდსმენის ინფორმაციითვე, შეხვედრაზე ასევე შედგა შეთანხმება, რომ შეიქმნება ორი სახის ჯგუფი, რომელთაგან ერთ-ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე.
„ორივე მხარე თანხმდება, აქვთ ერთგვაროვანი პოზიცია, რომ სახელმწიფომ უნდა იბრძოლოს ნარკოტიკების რეალიზაციის წინააღმდეგ. რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, შეთანხმდნენ ორ რამეზე, პირველ რიგში შეიქმნება ორი სახის ჯგუფი ერთი იმუშავებს კანონპროექტზე, რომელიც დაკავშირებული იქნება ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან.
საუბარი იყო მომავალი დღეების განმავლობაში დაანონსებული აქციების უსაფრთხოების საკითხებზე და ასევე საორგანიზაციო ჯგუფის შექმნისკენ იყო მოწოდება, რომ მომავალი დღეების განმავლობაში უსაფრთხოება იყოს დაცული“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


