პოლიტიკა
ომბუდსმენმა საქართველო–აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა საქართველო–აშშ–ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ფარგლებში დემოკრატიისა და მმართველობის სამუშაო ჯგუფის რიგით მე–10 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს მხრიდან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ხელმძღვანელობდნენ. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან კი თანათავმჯდომარეები იყვნენ ევროპულ და ევრაზიულ საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ბრიჯიტ ბრინმკი, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე სკოტ ბასბი და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ–ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ადმინისტრატორის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი მარგოტ ელისი.
შეხვედრაზე სახალხო დამცველმა სამართლიანი სასამართლოს უფლებისა და მედიის თავისუფლების საკითხები განიხილა; ხაზგასმით ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმის ხარვეზებზე, მათ შორის, შრომის უფლებების ეფექტიანი განხორციელების სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოსა და დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზე, რომლებიც კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტში არ ასახულა; უარყოფითად შეაფასა სახალხო დამცველის საქმიანობის მარეგულირებელ მუხლში დაგეგმილი ცვლილების ის ნაწილი, რომელიც ინსტიტუტის მანდატის შესუსტებას გამოიწვევს.
უჩა ნანუაშვილმა გამოთქვა იმედი, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია და საქართველოს პარლამენტი გაითვალისწინებენ მის მოსაზრებებს.
მედიაპლურალიზმის კონტექსტში ტელეკომპანია „რუსთავი 2-სა“ და საზოგადოებრივ მაუწყებელში განვითარებული პროცესების განხილვისას უჩა ნანუაშვილმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გამოირიცხოს ხელისუფლების მხრიდან გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფრთხე.
სახალხო დამცველმა დადებითად შეაფასა სასამართლო სისტემაში საქმის გადანაწილების ელექტრონული სისტემის შემუშავება, რაც მის ერთ–ერთ მნიშვნელოვან რეკომენდაციას წარმოადგენდა. თუმცა, აღნიშნა, რომ მიუხედავად მართლმსაჯულების მესამე ტალღის რეფორმის არაერთი დადებითი ცვლილებისა, მაინც რჩება ხარვეზები, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობას და რეფორმის სწორად წარმართვას უშლის ხელს.
ამერიკულმა მხარემ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობას არაერთხელ გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ აშშ კვალავაც გააგრძელებს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობის მხარდაჭერას.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


