სამართალი
ომბუდსმენმა საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა
საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს.
სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 3781 და 3782 მუხლები არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-5 პუნქტსა და მე-17 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებს.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი, სადავო მუხლები გულისხმობს დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირისათვის აკრძალული საგნის გადაცემას (3781), აგრეთვე აკრძალული საგნის შეძენას, შენახვას, ტარებას, მოხმარებას ან/და ამ საგნით სარგებლობას (3782). აღსანიშნავია, რომ აკრძალული ნივთების სია დადგენილია მინისტრის ბრძანებით.
,,ნებისმიერი დანაშაული და სასჯელი მკაფიოდ უნდა იყოს განსაზღვრული სისხლის სამართლის კოდექსით. ამასთანავე, სისხლისსამართლებრივი ნორმა უნდა იყოს მკაფიო და განჭვრეტადი, ხოლო პირის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა გამომდინარეობდეს მაღალი საკანონმდებლო ლეგიტიმაციის მქონე აქტიდან - კანონიდან და არა კონკრეტული მინისტრების მიერ გამოცემული ბრძანებებიდან, რომლებიც ნებისმიერ დროს მინისტრის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით შეიძლება შეიცვალოს. შესაბამისად, დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული პირებისთვის აკრძალული ნივთების ფლობისთვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა არ უნდა გამომდინარეობდეს მინისტრის ბრძანებიდან.
ამავდროულად, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორსა თუ პენიტენციურ დაწესებულებაში სამოქალაქო ბრუნვაში არსებული ნივთების ფლობა (მაგ. ბანქო, შაქარი, საფუარი) არ შეიძლება იწვევდეს პირის თავისუფლების აღკვეთას. ეს სასჯელი მკვეთრად შეუსაბამოა საქართველოს კონსტიტუციასთან, სასჯელის არაპროპორცულობის გამო“, - ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


