სამართალი
ომბუდსმენის წარმომადგენელმა საპატიმროში ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მოინახულა
სახალხო დამცველის წარმომადგენელმა გიორგი ქაჯაიამ სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსნები, ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე მსჯავრდებულები ირაკლი ფირცხალავა და გიორგი ცააძე მოინახულა.
საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბარში გიორგი ქაჯაიამ აღნიშნა, რომ მან მსჯავრდებულ ფირცხალავას აჩვენა ის წერილი, რომლითაც ომბუდსმენის აპარატმა დღეს სასჯელაღსრულების სამინისტროსგან საპატიმროს კამერების გუშინდელი ჩანაწერის ამოღება მოითხოვა.
7 ივლისის მეცხრე დაწესებულებაში ირაკლი ფირცხალავა დახურულ სხდომაზე უნდა დაკითხულიყო, თუმცა ის შეუძლოდ გახდა.
ფირცხალავას ახლობლებმა აცხადებენ, რომ მსჯავრდებულს ტრავმული დაზიანებები აღენიშნება და მასზე ფსიქოლოგიური ზეწოლა განხორციელდა.
სახალხო დამცველის აპარატი სასჯელაღსრულების სამინისტროსგან სწორედ ამ ჩანაწერის გადაცემას ითხოვს. ამ მიზნით, აპარატის რწმუნებულმა დღეს საპატიმროში შესვლამდე, სამინისტროს წერილით მიმართა.
გიორგი ქაჯაიას განცხადებით, საპატიმროში შეხვედრაზე ირაკლი ფირცხალავამ მოითხოვა, აპარატის წარმომადგენელი საპატიმროში ხვალაც შევიდეს და მუდმივი მონიტორინგი განახორციელოს სახალხო დამცველმა, რადგან მსჯავრდებული შიშობს, რომ მის მიმართ, შესაძლოა, გარკვეული პროვოკაციები განხორციელდეს.
ნინო ექვთიშვილი
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


