უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

16 ოქტომბერი, 2018 17:30
font-size

ომბუდსმენის მოადგილე მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ მოწმეზე ზემოქმედებასა ან ვინმეს წამების უკანონო ფაქტებზე, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს

სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს იმ პირებს, რომლებსაც ინფორმაცია აქვთ ისეთ უკანონო ქმედებებზე, როგორიც არის მოწმეზე ზემოქმედება ან ვინმეს წამება, მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს.

როგორც ჟურნალისტებს ომბუდსმენის მოადგილემ გიორგი ბურჯანაძემ განუცხადა, „რუსთავი 2"-ის ეთერით გავრცელებული აუდიოჩანაწერი გამოსაძიებელი და შესასწავლია, თუმცა თუ ამგვარ უკანონობას აქვს ადგილი, მასზე რეაგირება უნდა მოხდეს.

„ყველა ქმედება: ვინმეს წამება - მას გამონაკლისი არ აქვს და ბუნებრივია უკანონოა, მოწმეზე ზემოქმედება - მას არ აქვს გამონაკლისი და ყოველთვის უკანონოა, თუ ეს ასე იყო და მოხდა, ეს არის უკანონო და ამის ჩამდენი პირი უნდა დაისაჯოს. მაგრამ ეს საკითხი შესასწავლია.

თუ ვინმეს აქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია, სახალხო დამცველის აპარატის სახელით შემიძლია მოვუწოდო, რომ მოგვმართონ. ჩვენ ამას შესაბამის მსვლელობას მივცემთ. მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება გვექნება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ჩანაწერის გარდა სხვა ინფორმაცია არ გვაქვს და მოკლებული ვართ რაიმე რეაგირების შესაძლებლობას. თუ მოგვეცემა და მოვიპოვებთ დამატებით ინფორმაციას, ბუნებრივია გვექნება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა გიორგი ბურჯანაძემ.

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი