უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

5 დეკემბერი, 2018 12:15
font-size

ომბუდსმენი გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილებას ითხოვს

29 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველმა მიმართა საქართველოს პარლამენტს საქართველოს სახალხო დამცველისთვის გამოძიების დასრულებამდე გარკვეული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეების მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე.

ინფორმაციას საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მოქმედი კანონმდებლობით საქართველოს სახალხო დამცველი სისხლის სამართლის საქმის მასალებს სამართალწარმოების დასრულების შემდეგ ეცნობა, როდესაც გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა შეწყდება, ან როდესაც სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას. ამ შეზღუდვის გამო, სახალხო დამცველის აპარატი ვერ ეცნობა ისეთ საქმეებს, რომლებიც ეხება მაგალითად არასათანადო მოპყრობას ან სიცოცხლის უფლების ხელყოფას და რომელთა გამოძიებაც წლების განმავლობაში გრძელდება.

„ბოლო წლებში სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობდა საზოგადოების ინტერესი კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით და შეეხებოდა ეფექტიანი გამოძიების შესახებ სახელმწიფოს პროცედურული ვალდებულების შესრულებას. ამ საქმეების შესწავლა ინდივიდუალური დაშვების ფარგლებში მოხდა და კარგად წარმოჩინდა ის უპირატესობა, რაც მიმდინარე საქმის მასალების გაცნობას ახლავს ზოგადად“, – აცხადებენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

მათივე ცნობით, სხვადასხვა კატეგორიის საქმეთა გამოძიების ვადა დაკავშირებულია დანაშაულის ხანდაზმულობასთან, რაც იძლევა 25 წლამდე ან ზოგიერთ შემთხვევაში, უვადოდ გამოძიების წარმოების შესაძლებლობას.

„საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ყოველდღიურად არაერთ საქმეს იხილავს, სადაც დაზარალებულები არასათანადო გამოძიებაზე და ამ კუთხით არსებულ ხარვეზებზე საუბრობენ. ამ საქმეთა გამოძიება წლები გრძელდება და სახალხო დამცველის აპარატი მოკლებულია მათი გაცნობის შესაძლებლობას. სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ სახალხო დამცველის უფლებამოსილება გაფართოვდეს და მას მიმდინარე საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. ამ ტიპის უფლებამოსილება აქვს მრავალი ევროპული ქვეყნის ომბუდსმენის ინსტიტუტს (ფინეთს, შვედეთს, დანიას, ესტონეთს, ლიეტუვას) და სრულიად თავსებადია ხელისუფლების დანაწილების პრინციპთან.

ჩვენი რეკომენდაციით სახალხო დამცველს უნდა მიეცეს იმ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის მასალების გაცნობის შესაძლებლობა, რომელიც არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიებას შეეხება. ამ კუთხით საქართველოს პარლამენტს შესაბამისი საკანონმდებლო ნორმის ფორმულირება შევთავაზეთ“, – აღნიშნავენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი