უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 მარტი, 2017 14:30
font-size

ომბუდსმენი დავით ხარშილაძის დაკავებისას პოლიციელების მხრიდან არაეთიკური ქმედებების ფაქტზე დისციპლინური საქმისწარმოების დაწყებას მოითხოვს

სახალხო დამცველი ელისო კილაძის შვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადბას ავრცელებს.

ომბუდსმენის ინფორმაციით, ,,პოლიციელების მხრიდან განხორციელებული ცინიკური, კონფლიქტის მაპროვოცირებელი, ბილწი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის ფაქტს 2017 წლის 13 მარტს თავად შეესწრო სახალხო დამცველის რწმუნებული, რომელიც დაკავებული დავით ხარშილაძის მოსანახულებლად იმყოფებოდა პოლიციაში, ნარკოლოგიური შემოწმების კაბინეტსა და დროებითი მოთავსების იზოლატორში.

როგორც ომბუდსენის განცხადებაშია აღნიშული, მისი წარმომადგენლის მისვლისას პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მიმდინარეობდა დავით ხარშილაძის დაკითხვა, ადვოკატის და პროკურორის მონაწილეობით.

,,დაკითხვის დასრულების შემდეგ დაკავებულს აუღეს ნიმუში საექსპერტო კვლევისთვის, გაატარეს ნარკოლოგიური შემოწმება და დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მთელი ამ პროცესის განმავლობაში სახალხო დამცველის წარმომადგენელი დაკავებულთან იმყოფებოდა.

ნარკოლოგიურიდან დაბრუნებისას, პოლიციის შენობის შესასვლელთან მყოფმა დაკავებულის მხარდამჭერთაგან ერთ–ერთმა შეძახილით მიმართა პოლიციელს. პოლიციის შენობაში შესვლის შემდეგ ამ პოლიციელმა დაკავებულთან უკმაყოფილება გამოხატა შეძახილის გამო და დაკავებულის თანდასწრებით ბილწი სიტყვებით შეურაცხყოფა მიაყენა შეძახილის ავტორს, რომელიც იყო დაკავებულის ახლობელი. სწორედ ამ ფაქტს შეესწრო უშუალოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი.

დაკავებულმა სახალხო დამცველის რწმუნებულთან შეხვედრისას დამატებით განმარტა, რომ მასაც მიაყენეს პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა დაკავების პროცესში (2017 წლის 13 მარტს, საღამოს საათებში) და გამოიყენეს არაპროპორციული ფიზიკური ძალა. დაკავებულს აღენიშნებოდა სიწითლე შუბლის არეში, რომელიც მისი განცხადებით, დაკავებისას მიღებული დაზიანების შედეგია. ასევე, განმარტა, რომ მისი დაკავება მოხდა ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, თუმცა, მისი მტკიცებით, ნარკოტიკული საშუალება პოლიციის თანამშრომლებმა „ჩაუდეს“ და მისი არ არის.

საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 14 მარტს წინადადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და მოითხოვა დისციპლინური საქმისწარმოების დაწყება პოლიციელების მიერ განხორციელებული არაეთიკური ქმედებებისა ფაქტზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ამგვარი ქმედებების მიმართ არაადეკვატური პასუხი ულახავს ავტორიტეტს შინაგან საქმეთა სამინისტროს და უკარგავს საზოგადოების ნდობას პოლიციას.

საქართველოს სახალხო დამცველი, აქვე, მოუწოდებს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებს, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნონ სიმშვიდე და სამსახურებრივი უფლებამოსილება განახორციელონ ეთიკური ნორმების დაცვითა და ადამიანის უფლებების განუხრელი პატივისცემით.

რაც შეეხება შესაძლო ძალის გადამეტების ფაქტს - საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა უკვე მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვა შესაბამისი რეაგირების განხორციელება და ფაქტის გამოძიება.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ამ საქმის მონიტორინგს აგრძელებს’’, - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი