უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

27 დეკემბერი, 2018 14:25
font-size

ოლიმპიური ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

27 დეკემბერს 12:00 საათზე სსიპ-საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ოლიმპიურ ცენტრში სპორტის თვალსაჩინო მოღვაწის, საქართველოში პირველი სპორტული სკოლა ინტერნატის სული ჩამდგმელის, გიორგი მერკვილაძის სახელობის ბარელიეფი გაიხსნება.

საზეიმო გახსნის შემდეგ საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტსა და ოლიმპიურ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც გაფორმდება.

გიორგი მერკვილაძის ხსოვნას ასევე მიეძღვნება ფოტოგამოფენა, სადაც საქართველოში აღიარებული სპორტსმენების, მათ შორის გიორგი ნიკოლაძის, გიორგი ეგნატაშვილის, ომარ ფხაკაძის, ვლადიმერ გოგოლაძისა და სხვა ფოტოები იქნება წარმოდგენილი.

ოლიმპიური ცენტრის დაარსებიდან 60 წლის აღსანიშნი ღონისძიებების ფარგლებში, 17:00 საათზე ახმეტელის თეტრში ოლიმპიური ცენტრის აღზრდილ და ვეტერან სპორტსმენთა დაჯილდოვების ცერემონია გაიმართება. გამორჩეული სპორტსმენები ორ ნომინაციაში გამოვლინდებიან: ოლიმპიური ცენტრის „2018 წლის საუკეთესო სპორტსმენი“ და „საპატიო დესპანი“.

დაჯილდოვების ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, პარლამეტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და სპორტული ფედერაციების, ასევე საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის წარმომადგენლები დაესწრებიან.

საკვანძო სიტყვები:

მიიღეთ 30%-იანი MR ქულების ქეშბექი extra-ზე საქართველოს ბანკის Amex ბარათით გადახდისას

23 მარტი, 2026 , 18:41

საქართველოს ბანკი მომხმარებლების წახალისებას განაგრძობს. ამჯერად, ბანკი, საკრედიტო Amex ბარათის მფლობელებს მორიგ შეთავაზებას სთავაზობს.   შეთავაზების ფარგლებში, საქართველოს ბანკის საკრედიტო Amex ბარათის მფლობელ

გალტ & თაგარტმა სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორული კვლევა წარადგინა

23 მარტი, 2026 , 16:44

გალტ & თაგარტმა კონფერენციაზე „სოფლის მეურნეობა საქართველოში - გამოწვევები და შესაძლებლობები“, წარადგინა გალტ & თაგარტის მიერ შემუშავებული სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი და სექტორის მიმოხილვა.

მრევლს სიონის ტაძარში შესვლა და პატრიარქის საფლავისთვის პატივის მიგება ყოველდღე, 08:00-დან 22:00 საათამდე შეეძლება - საპატრიარქო

23 მარტი, 2026 , 14:56

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი) ლოცვა-კურთხევით, დღეიდან ყოველდღე, 40 დღის განმავლობაში თბილისის სიონის საპატრიარქო ტაძარში, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათ

ოკუპირებული აფხაზეთში „ჯაშუშებს“ ბრალდებით დაკავებები გრძელდება

19 მარტი, 2026 , 15:15

ჯაშუშობის ბრალდებით ოკუპირებულ აფხაზეთში ეთნიკურად ქართველების დაკავებები გრძელდება, - ამის შესახებ წერია დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის განცხადებაში. „10 მარტს დე ფაქტო აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა საქართველოს

ილია II-ის გარდაცვალება თანამედროვე ეპოქის ქართული ეკლესიის ოქროს ხანის სიმბოლური დასასრულია - გია ნოდია

19 მარტი, 2026 , 14:37

ჩემი დაკვირვებით, ილია II-ის გარდაცვალებაზე რეაქციებში ჭარბობს სამი სიტყვა: „ეპოქალური“, „უნიკალური“ და „წინააღმდეგობრივი“. სამივე სრულიად მართალია, -  წერს პოლიტოლოგი გია ნოდია ს

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

19 მარტი, 2026 , 11:30

„საქართველოს რკინიგზა“ 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე რეისების დამატებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს და რეისების განრიგს აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბილეთების აღება შესაძლებელი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი