უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

12 ივლისი, 2017 14:15
font-size

ოკუპირებული ტერიტორიებზე საუბარი იქნება პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს - უკრაინის ელჩი

დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში უწყების მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო დროს შექმნილ ვითარებაზე.

როგორც უკრაინის ელჩმა, იგორ დოლგოვმა შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, საუბარი იყო მცოცავი ოკუპაციის კონკრეტულ ფაქტებზე. ელჩის თქმით, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები იქნება ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.

„სამწუხაროდ, ყოველდღე უფრო და უფრო გასაგები ხდება, რომ რუსეთის აგრესიული ქმედებები მიმართულია ქართველი ხალხის წინააღმდეგ, მშვიდობისა თუ ნებისმიერი რომელიმე სხვა შეთანხმების წინააღმდეგ. ჩვენ, უკრაინაში, სამწუხაროდ, ვიცით რუსეთის დაპირებების ფასი, რომლის ნდობა არ შეიძლება. რაც საოკუპაციო ზოლთან ხდება, ეს ადამიანის უფლებების უპრეცედენტო დარღვევაა. ეს პრობლემები ჩვენთან ახლოა და ამ თემაზე საუბარი იქნება პოროშენკოს საქართველოში ვიზიტის დროს.

დღევანდელ შეხვედრაზე ჩვენ ვისაუბრეთ ფაქტებზე, რომლებიც ადასტურებს, რომ ყოველდღიურად ხდება მცოცავი ოკუპაცია, უფრო და უფრო საშიში და საგანგაშო ხდება ე.წ. ბორდერიზაცია და მშვიდობის ნაცვლად რუსეთი უფრო აძლიერებს საკუთარ სამხედრო ყოფნას ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რაც საგანგაშო სიგნალია“, - განაცხადა უკრაინის ელჩმა.

საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი

24 მარტი, 2026 , 13:04

საქართველოში წლობით ნაკვებ და დაფინანსებულ ანტიქართულ პროპაგანდას ვხედავთ, რომელიც გარედან არის შეკვეთილი და გარედან იმართება, თუმცა, საბოლოო ჯამში, ამის მარცხი დავინახეთ, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შ

ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია

17 მარტი, 2026 , 15:20

კატეგორიულად ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს და ადამიანთა ჯგუფს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, – ამის შესახებ პარტია „დროას“ ლიდერის, ელენე ხ

ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე

17 მარტი, 2026 , 13:18

თბილისის მერი კახა კალაძე აცხადებს, რომ ქვეყნის ხელისუფლება დიდი ხანია, საუბრობს გარე ძალებზე, რომლებმაც ასეულობით მილიონი დახარჯეს, რათა საქართველოში მოღალატეობრივ-აგენტურული ქსელი შეექმნათ. ჟურნალისტმა კახა კალაძეს კით

უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი

17 მარტი, 2026 , 13:15

საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობის დღევანდელი დაძაბულობის მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იმ ევროპელ მმართველებს, რომლებმაც ეს ურთიერთობა საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგის მძევლად აქციეს. ჩვენ ეს არ მოგვწონს,

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:21

ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას,, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ის ეთერში გამართულ დებატებშ

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე

17 მარტი, 2026 , 09:14

ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება ამაზე, მერე ვილაპარაკოთ, ეს ბრძოლა არის ფეიქი თუ ნამდვილი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ რუსთავი2-ი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი