პოლიტიკა
ოკუპირებული ტერიტორიები ნატოში გაწევრიანების წინაღობა არაა, მაგრამ ეს არის სირთულე - ჯეიმს აპატურაი
კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის, ჯეიმს აპატურაის შეფასებით, ოკუპირებული ტერიტორიები საქართველოს ნატოში გაწევრიანებისთვის წინაღობა არ არის, თუმცა სირთულეს წარმოადგენს.
„ვერ ვიტყვი, რომ ეს არის წინაღობა, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის სირთულე. ეს არის პოლიტიკური საკითხი. თუმცა, ნატოს წევრი სახელმწიფოები მხარს უჭერენ ორგანიზაციის ღია კარის პოლიტიკას, ქართულ რეფორმებს, საქართველოს მისწრაფებას და არაერთხელ ითქვა, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი. რუსეთი წლებია, საქართველოს ტერიტორიებზე იმყოფება და ამ სირთულეების ცოდნის ფონზე, ნატო აცხადებს, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი და აქვს ყველა ინსტრუმენტი წევრობისთვის მოსამზადებლად. ასე რომ, ეს სირთულე ნამდვილად არის“, – უთხრა აპატურაიმ პირველ არხს, სადაც საუბარი იყო „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ კვლევაზე, რომლის მიხედვით, ნატო შეიძლება დათანმხდეს საქართველოს წევრობას ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული კომპრომისით. კერძოდ, იგულისხმება საქართველოს გაწევრიანებას ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში მეხუთე მუხლის დროებით ამოქმედების გარეშე.
აპატურაის თქმით, ნატოს წევრ სახელმწიფოებს „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილ საკითხზე არ უმსჯელიათ.
აპატურაის შეფასებით, არაა რეალისტური საუბარი საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე.
„შემიძლია, ჩემი მოსაზრება გითხრათ და საკუთარი პოზიცია დავაფიქსირო. გულწრფელად რომ გითხრათ, არ არის სასარგებლო და რეალისტური, ვიმსჯელოთ საქართველოს ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გარეშე ან მისი ნაწილობრივი ამოქმედების პირობით გაწევრიანებაზე. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ წარმოდგენილი წინადადება შეიცავს და დაკავშირებულია სირთულეებთან, ძალიან ბევრ შესაძლო სირთულესთან.
აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ არ არის რეალისტური, ხალხმა ამ თემაზე იფიქროს და იმსჯელოს. ალიანსის წევრი ქვეყნების ყურადღება კონცენტრირებულია ქართული რეფორმების მხარდაჭერაზე. ეს არის საკითხი, რაზეც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრ სახელმწიფოებს კონსენსუსი მიღწეული აქვთ. „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიმართ პატივისცემის მიუხედავად, არ არის კარგი იდეა და მიზანშეწონილად არ მიმაჩნია, რომ გაჩნდეს ამ სცენარის ირგვლივ მოლოდინი საზოგადოებაში“, -თქვა აპატურაიმ.
აპატურაის განცხადებით, ეს სცენარი რეგიონში დესტაბილიზაციის საფრთხეს ზრდის. ის არასწორს უწოდებს საქართველოსა და გერმანიის მაგალითების შედარებას „ჰერითიჯ ფაუნდეიშენის“ მიერ . მისი თქმით, ეს განსხვავებული შემთხვევები
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


