პოლიტიკა
ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად იქცნენ - კახა იმნაძე
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი კახა იმნაძე სიტყვით გამოვიდა გაეროს უშიშროების საბჭოს ღია დებატებზე სახელწოდებით „კოლექტიური ქმედება გაერო-ს სამშვიდობო ოპერაციების გასაუმჯობესებლად – გავლენისა და ეფექტიანობის გაზრდის მხარდაჭერა დღევანდელ რთულ და მაღალი რისკის შემცველ გარემოში“.
მან ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე შექმნილ მძიმე მდგომარეობაზე და ყურადღება გაამახვილა სამშვიდობო ოპერაციების მიმართულების ცვლილებების აუცილებლობაზე.
„სამშვიდობოებს შორის მსხვერპლის რაოდენობის ზრდამ 2017 წელს საგანგაშო ნიშნულს მიაღწია – 1994 წლის შემდეგ 56 ფატალური შემთხვევა დაფიქსირდა. ეს არის შეხსენება გაეროსთვის და სამშვიდობო მისიებში ჩართული ქვეყნებისთვის, რომ საჭიროა სისტემის ცვლილება და მისი მოცემულ რეალობაზე მორგება. ცვლილებები უნდა იყოს სისტემური და მოიცავდეს როგორც ოპერაციულ ქმედებებს, ასევე ძალის გამოყენებას, დაზვერვას, ტრეინინგებსა და ა.შ.
გაეროს პერსონალის უსაფრთხოება აუცილებელი წინაპირობაა ნებისმიერი სამშვიდობო მისიის პოლიტიკური წარმატებისთვის, სწორედ ამ მიზეზით განსაკუთრებით პრიორიტეტული უნდა გახდეს ამის უზრუნველყოფა.
სამშვიდობო მისიების სამხედრო კომპონენტზე აქცენტის პარალელურად ყურადღების მიღმა არ უნდა დაგვრჩეს პოლიტიკური კონტექსტი და სამშვიდობო ოპერაციის მანდატები. ცხადია, ცალკეულად სამშვიდობო ოპერაციები ვერ მოგვცემს ხანგრძლივი მშვიდობის გარანტიას, თუ მას თან არ ახლავს პოლიტიკური გადაწყვეტილებები და მათი მხარდაჭერა.
ამ კონტექსტში მინდა შევეხო საქართველოს გამოცდილებას სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით. საქართველო არასოდეს ყოფილა სამშვიდობო მისიებში ჩართული სრულუფლებიანი მანდატით. გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში უსაფრთხოების კუთხით. 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში საშიში პრეცედენტი შეიქმნა.
UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობის დასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა და, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, ეს რეგიონები ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად აქცია“, -თქვა იმნაძემ. მან აღნიშნა, რომ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი იმ ტერიტორიებად გადაიქცნენ, სადაც „მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება“.
გაეროში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში არსებული საფრთხეების ნათელი მაგალითია ახლახანს, საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. მან დაამატა, რომ შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.
„ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“, – განაცხადა იმნაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


