პოლიტიკა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები არ არის პარტიული თემა,მას ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს - დავით ბაქრაძე
არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებულ რეზოლუციაზე საპარლამენტო უმრავლესობასა და უმცირესობას შორის შეხვედრა გაიმართა. „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, დავით ბაქრაძის შეფასებით, მხარეები შეძლებენ ერთიანი დოკუმენტის მიღებას.
„ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის ტრაგედიამ გაგვაერთიანოს და პარლამენტმა შეძლოს ერთი ძლიერი სახელმწიფოებრივი რეზოლუციის მიღება. ამიტომ, ამ მიმართულებით მზად ვართ ყველა ნაბიჯის გადასადგმელად. ჩვენ გვქონდა დღეს კონსულტაციების პირველი რაუნდი და შეხვედრა უმრავლესობასთან. ვფიქრობ, მათი მხრიდანაც განწყობა შესაბამისია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოვახერხებთ ერთიან დოკუმენტზე შეჯერებას. კონსულტაციები გაგრძელდება დღესაც და მომდევნო დღეების განმავლობაშიც. ჩვენ მზად ვართ ვისაუბროთ სხვა საპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებთანაც. ტატუნაშვილის მკვლელობა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენები არ არის პარტიული თემა, ეს არის თემა, რომელსაც ქართულმა სახელმწიფომ ღირსეული პასუხი უნდა გასცეს",- განაცხადა ბაქრაძემ.
ბაქრაძის თქმით, მნიშვნელოვანია, უმრავლესობის მიერ ინიცირებულ რეზოლუციაში იყოს შეტანილი სანქციების ნაწილი.
„ჩვენ მზად ვართ, საფუძვლად ავიღოთ უმრავლესობის ტექსტი, მაგრამ აუცილებლად გვეჩვენება ამ ტექსტს დაემატოს სანქციების და ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის ელემენტი. ამ ფარგლებში დავიწყეთ კონსულტაციები. საბოლოო ტექსტი შედგება თუ არა, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია",- აღნიშნა ბაქრაძემ.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


