პოლიტიკა
ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ყველა უკანონო ქმედებაზე სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი - ლევან იზორია
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გამოეხმაურა რუსეთის საგარეო უწყების პრესსამსახურის ხელმძღვანელის, მარია ზახაროვას განცხადებას, რომლის მიხედვით, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა თანდათან უმჯობესდება და ამას არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვა ხელს ვერ შეუშლის.
იზორიას თქმით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე განხორციელებულ ნებისმიერ უკანონო ქმედებაზე რუსეთია პასუხიმსგებელი.
„ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლს სწორედ რუსეთი ახორციელებს, ამიტომ, ყველა ქმედება, რომელიც დაკავშირებულია უკანონობასთან, ჩვენი მოსახლეობის მიმართ, არის სწორედ რუსეთი პასუხისმგებელი და შესაბამისად, ჩვენ ამ კომუნიკაციაში, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ, მშვიდობიან ურთიერთობაზეა ორიენტირებული, თუმცა, ამასთან ერთად, საერთაშორისოდ აღიარებული ნორმებისა და განსაკუთრებით, ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვასთან დაკავშირებული, იქნება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან ურყევი, პრინციპული და შეუპოვარი“, -აღნიშნა იზორიამ.
ზახაროვას თქმით, მოსკოვსა და თბილისს შორის ურთიერთობების ნორმალიზება 2012 წელს დაიწყო.
„როცა 2012 წელს „ქართული ოცნების“ მთავრობა დაინტერესდა რუსეთთან ურთიერთობის ღრმა კრისიდან გამოყვანით, რომელშინ ისინი მიხეილ სააკაშვილმა შეიყვანა, ჩვენ დაუყოვნებლივ გამოვეხმაურეთ. დაიწყო ნორმალიზების პროცესი, ამ წლების განმავლობაში მან მოიტანა ყველასტვის ცნობილი პოზიტიური შედეგები“, -თქვა ზახაროვამ.
რაც შეეხება „ტატუნაშვილის საქმის“ გავლენას ორი ქვეყნის ურთოერთობაზე, ზახაროვამ განაცხადა, რომ „ეს გაუმჯობესება ბევრს საქართველოსა და განსაკუთრებით მის ფარგლებს გარეთ არ მოსწონს. არაა გასაკვირი, რომ რუსულ-ქართული ურთიერთობების გაჯანსაღების მოწინააღმდეგეებმა აიტაცეს „ტატუნაშვილის საქმე“. თუმცა, ამ სამწუხარო ინციდენტის გარშემო ცინიკური პროპაგანდისტული სპეკულაციების მიუხედავად, ურთიერთობების უკუქცევა ვერ შეძლეს“.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


