პოლიტიკა
ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე სამხედრო სწავლება რუსეთის მხრიდან წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი გამოეხმაურა ოკუპირებულ აფხაზეთში მიმდინარე რუსულ სამხედრო სწავლებას. უწყების შეფასებით, აღნიშნული სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ასევე წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
„საგარეო საქმეთა სამინისტრომ 7 აგვისტოს გაკეთებულ განცხადებაში სათანადო შეფასება მისცა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე 1-15 აგვისტოს მიმდინარე ფართომასშტაბიან სამხედრო სწავლებებს, რომელშიც მონაწილეობას იღებს რუსეთის რამდენიმე ათასი სამხედრო მოსამსახურე და ასობით სამხედრო ტექნიკა. ეს სწავლება კიდევ ერთი მცდელობაა რუსეთის მხრიდან, მოახდინოს საკუთარი სამხედრო ძალის დემონსტრირება, რაც ამავდროულად, წარმოადგენს საქართველოს წინააღმდეგ ძალის გამოყენებასა და ძალის გამოყენებით მუქარას.
ჩვენ რუსეთის ყველა მსგავს პროვოკაციულ ქმედებებზე მყისიერად ვრეაგირებთ და დაუყოვნებლივ ვახდენთ საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო ყოფნის გაძლიერების, უკანონო მილიტარიზაციისა და რეგულარული სამხედრო წვრთნების საკითხს ასევე მუდმივად ვაყენებთ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე და ხაზგასმით ვაფიქსირებთ, რომ რუსეთის ფედერაცია მსგავსი ქმედებებით ხელს უწყობს ადგილზე ვითარების შემდგომ დესტაბილიზაციას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
ოკუპირებულ აფხაზეთში, ქალაქ გუდაუთაში რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზაზე რუსეთის სამხრეთის სამხედრო ოლქის სამხედრო ბაზის საჰაერო დესანტის მონაწილეობით სამხედრო სწავლება მიმდინარეობს.
შავი ზღვის სანაპიროზე მიმდინარე მანევრებში 2.500-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობს, ასევე ჩართულია სამხედრო ტექნიკის დაახლოებით 600 ერთეული, მათ შორის სადესანტო გემი БДК, ვერტმფრენები Ка-52 და ახალი ტანკები Т-72Б3.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


