პოლიტიკა
ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და ჩვენი სახელმწიფოები გაერთიანდება - გიორგი მარგველაშვილი
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველო და უკრაინა არ შეეგუებიან რუსულ აგრესიას და ოკუპაციას დაძლევენ. ამის შესახებ მან სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან ისაუბრა, სადაც უკრაინელ კოლეგასთან პეტრო პოროშენკოსთან ერთად ჩავიდა.
„დღეს ოკუპაციის ხაზთან ვიმყოფებით ორი ქვეყნის პრეზიდენტი, ორი ამაყი ხალხის პრეზიდენტი, რომლებიც არ ეგუებიან რუსეთის აგრესიას და არ ეგუებიან იმ ცინიზმს, რომლითაც რუსი სამხედროები ცდილობენ გატეხონ ჩვენი სიმტკიცე და მორალი, მაგრამ არც ქართველები და არც უკრაინელები არასდროს გამტყდარან, მათ აქვთ ძალიან დიდი სიმტკიცე და ასეთი ოკუპაციის ხაზები ჩვენს ქვეყნებში დაინგრევა და გაერთიანდება ჩვენი სახელმწიფოები, იქნებიან ისეთივე სუვერენულები, ისეთივე დამოუკიდებლები, როგორც ამას აღიარებს ყველა სახელმწიფო მსოფლიოში, ერთი სახელმწიფოს - რუსეთის გარდა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სოფელ ხურვალეთში ჩასვლამდე საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები ოკუპირებულ ახალგორთან, სოფელ ოძისში იმყოფებოდნენ. პეტრო პოროშენკომ ოძისის ქართული საგუშაგოდან ოკუპირებული ახმაჯის რუსული სამხედრო ბაზა დაათვალიერა.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


