უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

25 ივლისი, 2017 18:00
font-size

ოხანაშვილი ეცადა, რომ ბრალდებულისთვის რაღაც გარემოებები შეენიღბა, თითქოს დეკანოზს არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა შორენასთან - პროკურორი

ოხანაშვილი ეცადა, რომ ბრალდებულისთვის რაღაც გარემოებები შეენიღბა, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. ციანიდის საქმის პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში პატრიარქის დაცვის ყოფილი უფროსი სოსო ოხანაშვილის დაკითხვის შეფასებისას.

პროკურორის თქმით, დაკითხვის დროს ოხანაშვილმა ვერ დამალა სიძულვილი და მტრული დამოკიდებულება შორენა თეთრუაშვილის მიმართ.

როგორც ჯარჯი წიკლაურმა აღნიშნა, ოხანაშვილის დაკითხვით დადასტურდა, რომ ვერანაირად ვერ მოიშორეს შორენა, ვერ შეძლეს თანამდებობიდან ჩამოშორება და საპატრიარქოდან გაძევება.

"ოხანაშვილი ეცადა, რომ ბრალდებულისთვის რაღაც გარემოებები შეენიღბა, თითქოს დეკანოზს არ ჰქონდა ცუდი ურთიერთობა შორენასთან, თუმცა ვერ უარყო ის ფაქტი, რომ სიძულვილი და მტრულად განწყობილი იყვნენ შორენას მიმართ. უფრო მეტიც, იმართებოდა შეხვედრები, სადაც კონსპირაციულად სოსო ოხანაშვილი, ბრალდებული მამალაძე და ტარას შავშიშვილი განიხილავდნენ შორენა თეთრუაშვილის ჩამოშორების საკითხს საპატრიარქოდან. მას ადარებდნენ კიბოს მეტასტაზს, რომელიც იყო მოსაშორებელი. აი, ამ ეპითეტს ხმარობდნენ თეთრუაშვილის მიმართ და ყველანაირი გზით ცდილობდნენ მის ჩამოშორებას.

როგორც სასამართლო განხილვებით დადასტურდა, როდესაც მიზანს ვერ მიაღწია ბრალდებულმა მან ყველაზე რადიკალური მეთოდი აირჩია და დაიწყო მზაობა თეთრუაშვილის მკვლელობისთვის. სწორედ ამ მიზნით შეიძინა მან ციანიდი და დანაშაულებრივ განზრახვის სისრულის მოყვანა გერმანიაში გადაწყვიტა", - განაცხადა პროკურორმა.

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი