უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 სექტემბერი, 2017 14:35
font-size

ოფისში მოვიდა ადამიანი და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახი დაუკავშირდა და ჩვენების შეცვლა მოსთხოვა- გაგი მოსიაშვილი ე.წ კორტების საქმეზე

ე.წ. კორტების სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი ზურაბ ვაზაგაშვილის ოჯახის ადვოკატის ინფორმაციით, საქმის ერთ-ერთ მოწმეზე ზეწოლასა და მუქარას ჰქონდა ადგილი.

როგორც ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა განაცხადა, მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია ვიდეოფირზეა დაფიქსირებული.

„ჩვენთან ოფისში მოვიდა ადამიანი, რომელმაც განაცხადა, რომ კორტების სპეცოპერაციის საქმეზე ერთ-ერთი მსჯავრდებულის ოჯახი დაუკავშირდა და გარკვეული თანხის სანაცვლოდ გამოძიების ეტაპზე და სასამართლოში მიცემული ჩვენების შეცვლა მოსთხოვა. საუბარია ერთ-ერთ მსჯავრდებულზე, რომლის მიმართაც ორი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილია. ამ მოწმის მიერ მოწოდებული ინფორმაცია ჩვენ დავაფიქსირეთ ვიდეოფირზე, რა თქმა უნდა, მისი თანხმობის შესაბამისად. აღნიშნულ ჩანაწერს და განცხადებას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით, ჩვენ დღეს შევიტანთ პროკურატურაში. ვიმედოვნებთ, რომ პროკურატურა სწრაფად მოახდენს რეაგირებას აღნიშნულ განცხადებაზე“,-განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მოსიაშვილის თქმით, გამოძიებით დასადგენია რამდენად რეალურია ის ინფორმაცია, რომელიც მათ ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმის მოწმემ მიაწოდა.

მონიკა დავლიანიძე

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი