სამართალი
ოჯთ-ის დირექტორი ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს
„ომეგა ჯგუფში“ შემავალი კომპანია ოჯთ-ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე ჩვენებას მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
როგორც ასანიძემ ჟურნალისტებს თბილისის პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა, ყველა დეტალზე, რომელზეც ის გამომძიებლებმა დღეს გამოკითხვაზე დაიბარეს, სწორედ სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით ისაუბრებს.
„როგორც ყველა დანარჩენმა, მეც ვარჩიე, რომ მესარგებლა ჩემთვის კანონით მონიჭებული უფლებით და გამოკითხვა ჩატარდება სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით", - განაცხადა ასანიძემ, რომელიც უწყებაში ადვოკატთან, გიორგი ფანცულაიასთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი ფანცულაიას განცხადებით, პროკურატურამ „ომეგა ჯგუფში" შემავალი სამივე კომპანიის დირექტორების სასამართლოში დაკითხვის თაობაზე სასამართლოს შესაძლოა, დღესვე მიმართოს.
„მესამე დირექტორი გამოცხადდა, რომელიც დაბარებული იყო „ომეგა ჯგუფიდან", უშუალოდ „ოჯთ“-ის დირექტორი ნიკოლოზ ასანიძე. მანაც ის პოზიცია დააფიქსირა, რაც წინა ორმა დირექტორმა, რომ მზად არის მისცეს ჩვენება. მან დააფიქსირა პოზიცია, რომ სურს მისი გამოკითხვა სასამართლოში მოსამართლის თანდასწრებით ჩატარდეს. შესაბამისად, ჩვენ გამოძიებისგან, როგორი ინფორმაციაც გვაქვს, სამივე მათგანზე აპირებენ დღესვე მიმართონ სასამართლოს გამოკითხვის მიზნით. შესაბამისად, არსებობს იმის მაღალი ალბათობა, რომ სამივე მათგანი დღესვე გამოიკითხოს სასამართლოში. სამივე მათგანი მისცემს ამომწურავ ინფორმაციას, რაც მათთვის ცნობილია იმ უკანონობაზე, რომელიც „ომეგა ჯგუფის" , მასში შემავალი კომპანიების და ტელეკომპანია "იბერიას" წინააღმდეგ ხორციელდება", - განაცხადა ფანცულაიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან" დაკავშირებით მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს, რაზეც თბილისის პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


