სამართალი
ოჯახური დანაშაულის საქმეებს ზედამხედველობას სპეციალიზებული პროკურორები გაუწევენ
2018 წლის 1 მაისიდან, ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის სისხლის სამართლის საქმეებზე საქართველოს პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას მხოლოდ სპეციალიზებული გამომძიებლები და პროკურორები განახორციელებენ.
მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, საპროკურორო საქმიანობის ხარისხის გაზრდის და დაზარალებულთა ეფექტიანად დაცვისა და მხარდაჭერის მიზნით, მთავარი პროკურორის ბრძანებით განისაზღვრა პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა სპეციალიზაციის წესი სისხლის სამართლის კოდექსის 126 პრიმა (ოჯახში ძალადობა) და 11 პრიმა (ოჯახური დანაშაული) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულთა საქმეებზე. ამ კატეგორიის დანაშაულებზე პროკურატურის ორგანოებში გამოძიებას, საპროცესო ხელმძღვანელობასა და სასამართლოში სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერას განახორციელებენ პროკურორები, რომელთაც გავლილი აქვთ სპეციალური სასწავლო კურსი საერთაშორისო სამართლებრივი აქტების, შიდა კანონმდებლობისა და ფსიქოლოგიის კუთხით.
ოჯახური დანაშაულის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი მექანიზმის ეფექტიანად გამოყენება და აღნიშნული დანაშაულის პრევენციის მიზნით ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული მიმართულებაა. პროკურატურის მიერ ორგანიზებული პროექტების - ,,ადგილობრივი საბჭოს” და ,,საზოგადოებრივი პროკურატურის” ფარგლებში ჩატარებული პრევენციული ღონისძიებების შედეგად გაიზარდა მსხვერპლთა მომართვიანობა. ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა მოძალადეთა მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი.
პროკურორთა სპეციალიზაცია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციით და სხვა საერთაშორისო აქტებით გათვალისწინებული მიზნების მიღწევისკენ.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


