სამართალი
ოჯახში ძალადობის პრევენციის საკითხებზე შეხვედრა და ტრენინგი ჩატარდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ქუთაისის ოფისში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ოჯახში ძალადობის პრევენციის ერთიანი პოლიტიკის შექმნის ხელშეწყობის მიზნით, რეგიონული თემატური შეხვედრა გამართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში ჩატარდა და მასში პოლიციის, პროკურატურის, სოციალური მომსახურების სააგენტოს, სასამართლოს და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
ღონისძიების მიზანი იყო ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი თანამშრომლობის ქსელის შექმნა და ჩართულ მხარეებს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ადგილობრივი სამართალდამცველებისთვის ოჯახში ძალადობის თემაზე კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი ჩატარდა.
მსგავსი ტრენინგები და შეხვედრები ხელს უწყობს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი, მოქნილი სისტემის შექმნას, ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო მექანიზმების შესახებ საზოგადოების და სამართალდამცველების ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მიდგომების შემუშავებას, რაც მის შემცირებას და პრევენციას უზრუნველყოფს.
საკვანძო სიტყვები:
მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს
24 მარტი, 2026 , 13:07
თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
24 მარტი, 2026 , 12:55
ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო
23 მარტი, 2026 , 13:58
სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა
23 მარტი, 2026 , 12:27
შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს
17 მარტი, 2026 , 15:08
დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს
17 მარტი, 2026 , 13:02


