უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

3 ნოემბერი, 2017 13:10
font-size

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს

ნუცუბიძის პლატოზე მომხდარი ინციდენტის თვითმხილველი ნოდარ შანიძე მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს.

ნოდარ შანიძე ის ადამიანია, რომლის ვიდეო გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სადაც შანიძე ამბობს, რომ გარდაცვლილი დამოკიდებული იყო ფსიქოტროპულ ნივთიერებებზე.

როგორც შანიძის ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ მედიას პროკურატურაში შესვლამდე განუცხადა, მათთვის უცნობია, თუ რა შეკითხვები აქვს საგამოძიებო უწყებას.

„გამომძიებელი დაგვიკავშირდა, დაბარებული ვართ დაკითხვაზე მაგრამ, რა შეკითხვები აქვთ, ჯერჯერობით ჩვენთვის უცნობია, დაბარებულია დაკითხვაზე პავლიაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ვერ გეტყვით ახალ გარემოებას. ჩემთვის პირადად უცნობია, ვინ რას იღებდა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთანაც ამ შემთხვევაში არ მქონია დიდი ხნის კონსულტაცია, ამ წუთას ჩავერთე ამ საქმეში, დეტალურად გავერკვევი, მივიღებ დეტალურ ინფორმაციას და ამის შემდეგ მოგაწვდით უფრო დეტალურ ინფორმაციას“ - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.

25 ოქტომბერს, ნუცუბიძის პლატოზე ადმინისტრაციული წესით დაკავებისას 33 წლის პაატა პავლიაშვილი გარდაიცვალა.

მთავარმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება 116 მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისმხობს.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოდან უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე გააძევეს

24 მარტი, 2026 , 13:07

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად უცხო ქვეყნის 105 მოქალაქე საქართველოდან

თბილისის საქალაქო სასამართლომ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა

24 მარტი, 2026 , 12:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ „დროას“ ლიდერ ელენე ხოშტარიას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. გადაწყვეტილების გამოცხადებას ელენე ხოშტარია არ დასწრებია. პოლიტიკოსი პროტესტის ნიშნად ასევე

ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო

23 მარტი, 2026 , 13:58

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას საქმე არსებითად განსახილველად სასამართლოს გადაეცა - გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა მიიღო. ბრალდების მხარე დაკავებულ პოლიტიკოსს ადმინისტ

სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება წარადგინა

23 მარტი, 2026 , 12:27

23 მარტს საქართველოს სახალხო დამცველმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ბრალდებულ პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი

შსს-მ აჭარაში სპეცოპერაციის შედეგად „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 72 პირი დააკავა, კიდევ ხუთ პირს ბრალი წარედგინა, მათ შორის ე.წ. კანონიერ ქურდს

17 მარტი, 2026 , 15:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, გასული ღამის განმავლობაში, აჭარაში ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, „ქურდულ ს

დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავეს

17 მარტი, 2026 , 13:02

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ დაცვის პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ორი თანამშრომელი დააკავა. ინფორმაციას ამის შესახებ შსს ავრცელებს. უწყების ცნობით, გენერალური ინსპ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზვიად გამსახურდია-26 მაისი