პოლიტიკა
ნუ გვაბოლებთ - შვილმოკლული მამების აქცია პროკურატურასთან
„ნუ გვაბოლებთ“, - ამ შინაარსის აქცია-პერფორმანსს შვილმოკლული მამები მთავარ პროკურატურასთან მართავენ. მათი თქმით, ხელისუფლება ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობისა და პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეების გადაფარვას ცდილობს.
აქციის მონაწილეებს, მაგალითად პროკურატურის მიერ გასაჯაროებული ფარული ჩანაწერები მოჰყავთ, რომელიც გლდანის ციხეშია გაკეთებული და სადაც პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი, მირზა სუბელიანი ფიგურირებს.
შვილმოკლული მამების თქმით, სანამ დამნაშავეები არ დაისჯებიან და სიმართლე არ დადგინდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.
„რომ გვაბოლებენ ესენი, ხან ის მოიფიქრეს, ხან ის, ახლა ის თქვეს, რომ მირზა სუბელიანმა თავის მოკვლა სცადააო, კაი რა, ვის ჯერა, ნეტა. ჯერ დაბეგვეს, მერე თავის მოკვლა სცადა? თუ თავის ჩამოხრჩობა სცადა, ფეხებზე, ხელებზე რატომ ჰქონდა სიწითლეები. ამით ცდილობენ, რომ ჩემი შვილის თემა გადაფარონ და მალხაზ მაჩალიკაშვილის თემა გადაფარონ და გადაფარონ. როცა დაინიშნა ბატონი თადუმაძე, როცა შევხვდი, თქვა, რომ კაცურ სიტყვას გაძლევ, პირად კონტროლზე ავიყვან ამ საქმეს, ერთ-ორ კვირში შეგეხმიანებიო, დავჯდეთ და ვილაპარაკოთო, მას მერე რამდენი ხანი გავიდა. ესენი მართლა ჩინური პატენტები არიან, ესენი ადამიანები არ არიან,“- განაცხადა ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ.
პანკისში სუს-ის მიერ ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა ხელისუფლებას უნდობლობა გამოუცხადა.
„მთელ ქვეყანას აბოლებს პროკურატურა. ხელისუფლება თუ ძალოვანი სტრუქტურები, არის კრიმინალთა ხროვა შექუჩებული მაღლა და ჩადიან დანაშაულს, რომელიც დაუშვებელია. დღეს საქართველოს არც მთავრობა ჰყავს და არც ხელისუფლება“,- აღნიშნა მაჩალიკაშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


