პოლიტიკა
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს, - ეს განცხადება პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას გააკეთა.
ცისკარიშვილის თქმით, „ქართულ ოცნებას“, იცის რა მის მიმართ საზოგადოების რეალური განწყობა, ეშინია.
„გამომდინარე იქიდან, რომ „ქართულ ოცნებას“ ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს, იციან რა რომ ძალაუფლება გაყალბებული და მიტაცებული არჩევნებით ჩაიგდეს ხელში, იყურებიან კუნთებზე და მუდმივად ოპონენტების გაჩუმებას, ციხეებში ჩაყრას და იზოლაციას ცდილობენ. ეს არის მათი ბრძოლის ინსტრუმენტი და იარაღი. ეშინიათ, რადგან იციან საზოგადოების განწყობა მათ მიმართ, ხოლო შიშის გასანეიტრალებლად ყველა აქტივისტი და ოპონენტის ციხეში ჩაკეტვას ცდილობენ, რადგან ის შედეგი არ დადგეს, რაც რეალურად ქართველ ხალხს სურს“, - განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.
საკვანძო სიტყვები:
საქართველოში დღეს გვყავს პროტესტში მყოფი ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც, დიახ, წაართვეს ქართველობა - შალვა პაპუაშვილი
24 მარტი, 2026 , 13:04
ვუკრძალავ ნებისმიერ ადამიანს ჩემს თავისუფლებასა და პატიმრობაზე რაიმე სახის დიალოგს, მოლაპარაკებას, სიტყვის წარმოთქმასაც კი, გასაკვირია, რომ ეს პოზიცია ქვეყნის გარეთ უფრო კარგად გაიგეს - ელენე ხოშტარია
17 მარტი, 2026 , 15:20
ჩვენ დიდი ხანია, ვსაუბრობთ, რომ ბოლო წლებში ასეულობით მილიონი დაიხარჯა ქვეყანაში მოღალატეობრივი ქსელის შესაქმნელად - კახა კალაძე
17 მარტი, 2026 , 13:18
უნდა შეწყდეს ბრიუსელიდან და ევროკავშირის სხვა დედაქალაქებიდან მომდინარე დეზინფორმაცია, პარტნიორობა შეუძლებელია იქ, სადაც, სიმართლის ნაცვლად, პოლიტიკური ნარატივები დომინირებს - შალვა პაპუაშვილი
17 მარტი, 2026 , 13:15
ბიძინა ივანიშვილი არის მმართველი გუნდის საპატიო თავმჯდომარე და ბუნებრივია, ჩვენ ყველა ერთად ვინაწილებთ პასუხისმგებლობას - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:21
ერთი ფაქტი მოგვაწოდეთ, სადაც იყო კორუფციული გადაცდომა, თუ არ გვექნება ეფექტური რეაგირება, მერე ვილაპარაკოთ - ირაკლი კობახიძე
17 მარტი, 2026 , 09:14


